ტეხასელ რობერტ ფრანკლინს iPhone 6 ხელში აუფეთქდა და Apple-ს უჩივის.
ეს ინციდენტი 2019 წლის აგვისტოში მოხდა. მომხმარებელი მუსიკას უსმენდა როცა iPhone-ი მოულოდნელად აფეთქდა.
მოსარჩელემ დამწვრობები მიიღო, დაუზიანდა თვალი და მაჯის ნაწილი.
ფრანკლინი ირწმუნება რომ Apple-მა ტეხასის კანონი დაარღვია და დეფექტიანი iPhone-ი გაყიდა.
მისი მოთხოვნა iPhone 6-სა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურებაა. [ Appleinsider ]