იაპონური კვლევითი კომპანიის Fomalhaut Techno Solutions-ის ანალიტიკოსებმა გამოიანგარიშეს iPhone 12 და iPhone 12 Pro-ს რეალური ღირებულება.
მათი განცხადებით, iPhone 12-ის ყველა კომპონენტის ღირებულება 373 დოლარს (1230 ლარს) შეადგენს, ხოლო iPhone 12 Pro 406 დოლარს (1339 ლარს).
ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი OLED ეკრანია, რომლის ღირებულებაც 70 დოლარია. A14 Bionic პროცესორის ფასი 40 დოლარია.
უნდა გავითვალისწინოთ რომ ანალიტიკოსებს არ დაუთვლიათ სხვა ხარჯები, როგორიცაა: კვლევები, რეკლამები, ლოჯისტიკა და ა.შ