Android სმარტფონების ყოფილი მომხმარებლები, უმეტეს შემთხვევაში iPhone SE-ზე გადადიან – CIRP-ის ანალიტიკოსები. ექსპერტების თქმით, ბოლო მეოთხედში Apple-ის სმარტფონების თითქმის მეხუთედი გაიყიდა.
საინტერესოა რომ უმეტეს შემთხვევაში ანდროიდის მომხმარებლებს დაბალ ბიუჯეტურ iPhone-ზე გადასვლა ურჩევნიათ – კერძოდ iPhone SE. არიან ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც iPhone X-ზე აკეთებენ არჩევანს, მაგრამ ასეთი 2-ჯერ ნაკლებია.
ანალიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ ანდროიდის მომხმარებლების 40%-ს დიდი სმარტფონები ურჩევნიათ.
ეს მონაცემები დაფუძნებულია აშშ-ში მცხოვრებ 2000 მომხმარებელზე, რომლებმაც iPhone შეიძინეს. დაკვირვება 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group