გუშინ ალუმინის მრეწველობის ორმა გიგანტმა Alcoa Corporation და Rio Tinto Aluminum-მა გამოაცხადეს ერთობილივი საწარმოს Elysis-ის შექმნის შესახებ, რომელიც სპეციალურ ტექნოლოგიას გამოიყენებს გარემოს დაცვის მიზნით. ის ასევე გამორიცხავს გამოდნობის პროცესში მავნე აირების გამორფქვევას და ჰაერის დაბიძნურებას.
Alcoa-მ შეიმუშავა სრულიად ახალი პროცესი, რომელშიც ნახშირი ჩანაცვლებულია გამტარი მასალით, ხოლო ნახშირბადის დიოქსიდის ნაცვლად ჟანგბადი გამოიყოფა.
კომპანია Apple მხარს უჭერს ტექნოლოგიას, რომელიც იცავს ჩვენს პლანეტას და გვეხმარება მის შენარჩუნებაში მომავალი თაობებისათვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მონაწილეობით ამ ამბიციურ პროექტში და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შევძლებთ ამ ახალი ალუმინის გამოყენებას ჩვენს პროდუქტებში. — ტიმ კუკი
Apple-ს არაერთხელ შეუხსენებია მომხმარებლებისათვის, თუ როგორ ზრუნავს ის ბუნებაზე. ამ მიზეზით კომპანიამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ალუმინის ამ ორ გიგანტს. ინვესტიციებსი საერთო თანხა 144 მლნ დოლრს შეადგენს.
ტექნოლოგიური ლიცენზიების გაყიდვა 2024 წელს იგეგმება. შესაბამისად, Apple-ის ახალი გაჯეტები ასევე 2024 წლიდან გამოვა გაყიდვაში.
წყარო: Alcoa