სულ რამდენიმე დღის წინ კომპანია Apple-მა 2014 ფინანსური წლის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. ჩვეულებისამებრ, კუპერტინოს კვლავ სერიოზული შედეგები აქვს. მოდი განვიხილოთ მაჩვენებლები და აგრეთვე ვისაუბროთ ანალიტკური კომპანიების თავგასულობაზე, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ იჟონგლიორონ ციფრებით და მკითხველს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდონ.
მაშ ასე, 2014 წლის მესამე კვარტლის შედეგებით, კომპანიის შემოსავალმა 37,4 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო სუფთა მოგებამ — 7,7 მლრდ დოლარი, რაც ყოველ აქციაზე 1,28 დოლარს შეადგენს. შედარებისათვის, გასული წლის იმავე პერიოდისათვის კომპანიის შემოსავალი 35,3 მლრდ დოლარი იყო, ხოლო სუფთა მოგება — 6,9 მლრდ დოლარი, რაც ერთ აქციაზე გვაძლევს 1,07 დოლარს. საერთაშორისო გაყიდვებმა 59% შეადგინა.
ახლა ვნახოთ რაოდენობრივი მაჩვენებლები კონკრეტული მოწყობილობების ჭრილში:
- iPhone-ის გაყიდვებმა 35,2 მლნ ერთეული შეადგინა, გასული წლის იგივე პერიოდში 31,3 მლნ ერთეული იყო;
- iPad-ის გაყიდვები შემცირდა და გახდა 13,28 მლნ ერთეული, ხოლო გასულ წელს 14,62 მლნ ერთეული იყო;
- Mac-კომპიუტერების გაყიდვებმა იმატა, 3,8 მლნ ერთეულიდან გასულ წელს 4,4 მლნ ერთეულამდე, რაც ფრიად გასახარი ფაქტია;
- კვლავაც ეცემა iPod-ების გაყიდვები. გასულ წელს 4,57 მლნ ერთეული გაიყიდა, წელს — 2,93 მლნ ერთეული;
- ამონაგები პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაციიდან 4,5 მლრდ დოლარი გახლავთ, საფირმო აქსესუარების — 1,3 მლრდ დოლარი.
რათქმაუნდა მაჩვენებლები არ გაზრდილა 100%-ით, არამედ სულ რამოდენიმეთი, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია ასეთი მოცულობების პირობებში. მოკლედ, როგორც ვხედავთ, ჩვენი საყვარელი კომპანია კვლავ აგრძელებს ფინანსური მაჩვენებლების ზრდას, ის ძლიერდება და როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან ბევრს არ აძლევს მოსვენებას. სწორედ ამ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. უმსხვილესი ანალიტიკური კომპანიების თანამშრომლები ამახინჯებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მიდინარე პროცესების ამსახველ მიღწევებს. ტრადიციულად, ისინი ცდილობენ უგულებელყონ Apple-ის მიღწევები ამ დარგში და ხშირად საპირისპირო მაჩვენებლებსაც კი დებენ. რაშია მიზეზი? ეს ძალიან ჰგავს მცდელობას მსხვილი კორეული, ტაივანური, ჩინური და ამერიკული კომპანიებისაგან მიღებული ჰონორარების ათვისებას. შედეგად, ხდება მცდელობა აღნიშნული კომპანიების უკეთესი სახით წარმოჩინებისა. თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, რეკლამის შექმნით სპეციალიზირებული კომპანიები იყვნენ დაკავებული. მაშ, რატომ ხდება ასე? მოდი გავერკვეთ.
Apple-მა წარმოადგინა კვარტალური მონაცემები აშშ-ს ბაზარზე Mac-კომპიუტერების გაყიდვების ზრდის შესახებ, რომელიც ორნიშნა რიცხვებით გამოისახება. ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება ანალიტიკური კომპანიების, IDC-ისა და Gartner-ის ოდნავ ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებს. მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკით, Mac-კომპიუტერების გაყიდვები პირიქით დაეცა. ეს მონაცემები იმ ანგარიშგებების შედგენის სისწორის ეჭვს აყენებენ, რომლებსაც აქვეყნებენ ტექნოლოგიური რესურსები.
გასულ თვეს კომპანია IDC-იმ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Mac-ების ამერიკული გაყიდვები მეორე კვარტალში (Apple-ისათვის ეს მესამე ფინანსური კვარტალია) შემცირდა 1,7%-ით. მეორე კომპანიამ, Gartner-მა ასევე გამოქვეყნა ინფორმაცია გაყიდვების ვარდნის შესახებ 1,3%-ით. ამასთან, ორივე კომპანიამ განსხვავბეული ინფორმაცია განათავსეს Apple-ის გაყიდვების შესახებ მიმდიანრე და გასული წლის ერთი და იგივე კავარტალში.
Apple-ის ანგარიშგებებში, რომლებიც ის ვალდებულია წარუდგინოს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდი ბაზრის სახელწიფო კომისიას, უშუალოდ Mac-ის მწარმოებელი აჩვენებს კომპიუტერების გაყიდვების ზრდას მსოფლიო ბაზარზე:
Mac-ის სუფთა ამონაგები და რაოდენობრივი გაყიდვები გაიზარდა MacBook Air-ზე მაღალი მოთხოვნით, რომელიც განახლებულია ახალი პროცესორით და 2014 წლის აპრილიდან ხელმისაწვდომია შემცირებული ფასით. ასევე პოზიტიური შედეგები უზრუნველყოფილია Mac Pro-ს ახალი მოდელის გამოშვებით 2013 წლის დეკემბერში.
მსოფლიო მაშტაბით, როგორც გვატყობინებს Apple, Mac-ის გაყიდვები მესამე ფინანსურ კვარტალში გაიზარდა 3,75 მლნ-დან 4,41 მლნ-მდე, თუ შევადარებთ მიმდინარე და გასული წლების ერთი და იგივე კვარტალს. რაოდენობრივად გაყიდვები გაიზარდა 18%-ით და ეს ახალი რეკორდია ივნისის კვარტლისათვის.
რათქმაუნდა, Apple არ წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას, მაგალითად მისი პროდუქციის მსოფლიოს რეგიონების მიხედვით პოპულარობის შესახებ. მაგრამ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ტელეკონფერენციის ფარგლებში ტიმ კუკმა აღნიშნა, რომ მისმა კომპანიამ მიაღწია სტაბილურ ზრდას აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეტში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში, ინდოეთში და ახლო აღმოსავლეთში:
ეს ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პერსონალური კომპიუტერების ბაზარი სტაგნაციას განიცდის. Mac-კომპიუტერებმა მსოფლიო ბაზრის 32% დაიპყრეს, პირველად 33 კვარტლის განმავლობაში.
ამასთან, Apple არ ახდენს მოგების ხელოვნურად გაზრდის მეთოდებს (მაგალითად, როდესაც დისტრიბუტორებს გადაეცემათ ზედემტად ბევრი საქონელი). პირიქით, კვარტალი დაიხურა ისეთი სასაქონლო მარაგებით, რომლებიც ნაკლებიც კი არის სამიზნე დონეზე.
Mac-ების გაყიდვებში Apple-მა ყველანაირი რეკორდი მოხსნა ივნისის კვარტალში, ზრდამ 18% შეადგინა ბაზარზე, რომელიც ყოველწლიურად 2%-ით კლებულობს. ამას ამტკიცებს IDC, ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით. მოთხოვნა MacBook Air-ზე ძალიან მაღალი იყო, ეს კარგად დაეტყო აგრეთვე App Store-საც და Apple-ის სხვა სერვისებსაც, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ კომპანიის ეკოსისტემის განვითარებაში.
კუკმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა iPad-ის ბაზარზე, რომელიც სწრაფად იზრდება განვითარებად ქვეყნებში, როგორებიცაა ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი, ხოლო აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში ასეთი ზრდა არ აღინიშნება. მთლიანობაში გლობალურ მაშტაბში ეს მოქმედებს iPad-ების გაყიდვების ვარდნაზე.
მაშინ, როდესაც iPad-ის გაყიდვები აშშ-ში დაეცა, სწორედ რომ Mac-ის გაყიდვებმა იქონიეს გადამწყვეტი როლი დადებით სტატისტიკაში. ამერიკელი მომხმარებლები უმეთეს წილად არჩევანს უფრო მძლავრ კომპიუტერებზე აკეთებენ, კონკრეტულად მსუბუქ და თხელ ნოუთბუკებზე Apple-ისაგან. შედეგად, მიუხედავად iPad-ების მსოფლიო მაშტაბით გაყიდვების შემცირებისა 9%-ის ოდენობით, ამერიკული გაყიდვების მაჩვენებლები 1%-ით გაიზარდა, გასული წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში.
მაშინ, როდესაც მომხმარებლები ხშირად არჩევენ Mac-ის და არა iPad-ის შეძენას (ან პირიქით), ანუ არჩევანს აკეტებენ Apple-ის ორ ამ პროდუქტს შორის, არის უამრავი სცენარი, რომლებშიც ერთი საქონლის გაყიდვა იწვევს მეორე პროდუქტის გაყიდვასაც. მაგალითი — საგანმანათლებლო სფეროში, სადაც Apple წარმატებით ყიდის როგორც Mac-ს, ასევე iPad-საც. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ Mac და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა iBooks Author, რათა შექმნან iPad-ისათვის შიგთავსი.
Mac-კომპიუტერები კარგად იყიდებოდა სასწავლო წლის დაწყებისას. გაყიდვების ზრდა იმ ბაზარზე, სადაც მომხმარებლები — საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან, მაღალია. განსაკუთრებით პოპულარული მოწყობილობაა ამ სიტუაციაში Macbook Air. კანზასის შტატის ერთ–ერთ სკოლაში Apple აირჩიეს, როგორც გადაწყვეტილების სრული მომწოდებელი. ხელშკერულების თანახმად, ყოველი მასწავლებელი მიიღებს Macbook Air-სა და iPad Air-ს, უფროსკლასელები — Macbook Air-ს, ხოლო უმცროსკლასელები — iPad-ს.
ამასთან ერთად, კორპორატიულ სფეროში ასევე ფართოდ არის გავრცელებული iPad, მასზე დაყენებული სპეციალურად შექმნილი შიდა პროგრამული უზრუნველყოფა. ამის გარდა, კომპანიები აქტიურად იძენენ Mac-ებს ახალი პროგრამების შესაქმნელად პლანშეტური კომპიუტერებისათვის.
Apple-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაყიდვების შესახებ განსხვავდება IDC-ისა და Gartner-ის შეფასებებისაგან. ანალიტიკოსები შეცდნენ აგრეთვე ამერიკული კომპანიის ბაზრის წილის პროგნოზებში. IDC-ში აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ Apple გასული წლის განმავლობაში კარგავდა Mac-ბაზარს. ანალიტიკოსების აზრით, პერსონალური კომპიუტერების მიწოდების საკითხში Apple-ს თითქოსდა მეოთხე ადგილი უკავია (და არა მესამე, როგორც ადრე). ახლა Apple-ის ბაზრის წილი, მკვლევარების აზრით, 10%-ია, ეს მისი 1.7%-ით შემცირების შემდეგ.
შესაბამისად, Apple-ის მდგომარეობის არაკორექტული შეფასება და მისი გაყიდვების „შემცირება“ საფუძველს გვაძლევს ეჭვი შევიტანოთ პერსონალური კომპიუტერების საბაზრო წილის შესახებ მონაცემებში. ეს შეფასება, ალბათ, წარმოადგენს კუკის განცხადების ძალიან მიახლოებულ ინტერპრეტაციას ზრდის შესახებ. და ის, რომ IDC-ის ანალიტიკოსების აზრით სახლის კომპიუტერების ბაზარზე მესამე ადგილზე Lenovo გავიდა, ასევე იწვევს ეჭვს.
მნიშვნელოვანია, რომ არასწორი შეფასებები და დასკვნები ზელს არ უშლიან Apple-ს ფაქტიურად გაუსწროს ინდუსტრიას Mac-ების გაყიდვის სფეროში. ორივე ანალიტიკურმა კომპანიამ გამოაქვეყნა, რომ Apple-მა ბაზრის წილი დაკარგა ბოლო კვარტალში. მაგრამ ამავდროულად IDC-ის მონაცემებით, პერსონალური კომპიუტერების გაყიდვა აშშ-ში 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო მსოფლიო მაშტაბით შემცირდა 2%-ით. ამავდროულად Mac-ების გაყიდვებმა 18%-ით იმატა განხილულ კვარტალში.
როგორც Gartner გვატყობინებს, აშშ-ში კომპიუტერების გაყიდვა გაიზარდა 7.4%-ით. უფრო მეტიც, ანალიტიკოსების აზრით, სხვაობა Apple-სა და Lenovo-ს შორის კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე ამას ფიქრობს IDC. და, ამ მონაცემების თანახმად, არ არსებობს გაყიდვების შესამჩნევი ზრდა და შესაძლებლობა, რომ Apple-მა გადაუსწროს Lenovo-ს. აი, არ შეუძლია Apple-ს გახდეს სახლის კომპიუტერების ბაზრის ლიდერი არაფრით და გადაუსწროს არა მარტო Lenovo-ს, არამედ Dell-საც და HP-საც.
პერსონალური კომპიუტერების ბაზრის წილის გაანგარიშებისას, IDC და Gartner ითვალისწინებენ იაფო ნეტბუკების გაყიდვებსაც და ჰიბრიდული კომპიუტრებისაც, აგრეთვე Windows-პლანშეტებსაც. უფრო მეტიც, IDC ამ სიას აგრეთვე ამატებს Chromebook-ებსაც. ამ ყველაფერთან ერთად ორივე კომპანია სიიდან იღებს Apple-ის პლანშეტებს.
მათ რომ iPad დაემატებინათ ანგარიშგების მომზადებისას, იძულებული იქნებოდნენ ეღიარებინათ, რომ სწორედ Apple არის კომპიუტერების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი, თანაც ის ლიდერობს დიდი უპირატესობით. მასმედიის დიდი ხმაურის მიუხედავად, რომელიც iPad-ების გაყიდვების შემცირებას უკავშირდება ბოლო წლებში, ამერიკულმა კომპანიამ მაინც გაყიდა 13.3 მლნ პლანშეტი გასულ კვარტალში. ეს, სხვათაშორის უფრო მეტია, ვიდრე Samsung-ის, Lenovo-სა და Asus-ის ჯამური გაყიდვები. თუმცა IDC ამ სამ მწარმოებელს ბაზარზე პლანშეტების უმსხვილეს რეალიზატორად თვლის.
არსებობს ასეთი კვლევითი კომპანია, Canalys, რომელსაც თავის ანგარიშგებებში მოჰყავს მონაცემ��ბი პერსონალური კომპიუტერბეისა და პლანშეტების ჯამური გაყიდვების შესახებმეორე კვარტალში. სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული. რაც შეეხება პირველ კვარტალს, Canalys-ის მიხედვით სწორედ Apple არის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი. მეორე ადგილზეა Lenovo, ხოლო მესამე ადგილს იყოფენ HP, Samsung და Dell.
მოცემული მაჩვენებლები არ გახლავთ დათვლის რაიმე ეშმაკური შედეგი, რითაც სარგებლობს Canalys. ეს არის რეალობა, რომელიც დადასტურებულია HP-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეგ უიტმანის მიერ. მან ჟურნალისტებს 2011 წლის ბოლოს მოუყვა, რომ Apple როგორც ჩანს გაუსწრებს მის კომპანიას გაყიდვებში 2012 წელს. როგორც აღმოჩნდა, კუპერტინომ HP-ის იმავე კვარტალში გაუსწრო ისე, რომ ახალ წელს არც კი დაუცადა.
ანალიტიკურ კომპანიებს IDC, Gartner და Strategy Analytics მდიდარი გამოცდილება აქვთ თითიდან გამოწოვილი ფაქტებით ანგარიშგებების მომზადებისა. ასეთი კვლევები, როგორც წესი, მზადდება იმისათვის, რომ კომპანიის კლიენტებს გული გაუხარონ და ჩირქი მოსცხონ კონკურენტებს. ამ კონტექსტში Apple ხშირად ხდება ტყუილი შეფასებების სამიზნე.
საკუთარი კლიენტების სარეკლამო მოთხოვნების მომსახურების გარდა, ეს ანალიტიკური სააგენტოები საკუტარი გამონათქვამებით ხელს უწყობენ რეალობის დამახინჯებას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. მაგალითად, მათი კვლევების შედეგად შეუძლებელია მომხმარებელთა მისწრაფებების დანახვა iPad-ის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ.
მრავალრიცხოვანი პრეს-რელიზების წყალობით, რომლებიც ამახინჯებენ ბაზარზე არსებულ რეალობას, მომხმარებლები და ჟურნალისტები მუდმივად მცდარი ინფორმაციის გარემოცვაში იმყოფებიან იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ იღებს Apple თავისი მოგების დიდ ნაწილს.
მაგრამ iPad-ის სტატისტიკიდან ამოღება, პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების დათვლისას (მაშინ, როდესაც Windows-ზე დაფუძნებული პლანშეტები და კომპიუტერს ოდნავ მაინც მისმგავსებული მოწყობილობები შედის სათვალავში) არ იკმარეს IDC-ში და Strategy Analytics-შიც. მათ აგრეთვე ძლიერ შეცვალეს კვლევის შედეგები და დაამატეს Samsung-ის პლანშეტების გაყიდვებიც. შემდგომში ეს მონაცემები გაქრა ანგარიშგებიდან.
ამავდროულად IDC-იმ წინასწარგანზრახვით გაზარდა მონაცემები პლანშეტების მიხედვით, რომლებსაც „სხვები“, უსახელო მწარმოებლები ყიდიან. მათი რაოდენობა 10 მილიონზე მეტია. 2012 და 2013 წლებში ამ სახით შეიქმნა არასაიამოვნო სტატისტიკა, რომელიც Apple-ის წინააღმდეგ მუშაობდა. ციფრებს ჰაერიდან იღებდნენ, წყაროს დადგენა შეუძლებელი იყო. ყველაზე საინტერესო, რომ თვითონ Apple ყოველთვის აქვეყნებდა მონაცემებს რაოდენობრივი გაყიდვების შესახებ.
IDC-ის ანალიტიკოსებმა ასევე დაამახინჯეს რეალობა, რომელიც დაკავშირებულია iPad-ების გაყიდვებთან, შეადარეს რა ეს პლანშეტი საბავშვო პლანშეტებს და სათამაშოებს. ეს აგრეთვე კეთდებოდა იმ მიზნით, რომ ხელოვნურად შეეცვალათ ბაზრის მონაცემები, რომელიც Apple-ს ეკუთვნის და გამოეთქვათ მოსაზრება, რომ iPad აღარ არის მოდური გაჯეტი. აი ასე ვაი-მკვლევარებმა გადაიტანეს საზოგადოების ყურადღება იმ ფაქტიდან, რომ ვერავინ ყიდის პრემიუმ-კლასის პლანშეტებს ისეთი ოდენობითა და მარჟით, როგორც ამას Apple აკეთებს.
ადრე IDC უკვე გამოიჭირეს იმ ფაქტზე, რომ ის ამატებდა მონაცემებს ჰიბრიდული ნოუთბუკების შესახებ ანგარიშგებაში პლანშეტების შესახებ. ეს — კიდევ ერთი მცდელობაა Apple-ის ბაზრის წლის შემცირების ჩვენებისა. უფრო მეტიც, IDC-ში გადაწყვიტეს საკუთარი პრინციპებისათვის ეღალატად და არ ჩაეთვალათ პლანშეტები კომპიუტერებად, ვითომდა ეს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტია და ერთმანეთის ბაზარზე არ მოქმედებენ.
IDC-ის უახლესი მონაცემები 2014 წლის მეორე კვარტლის შესახებ გვამცნობენ, რომ პლანშეტური კომპიუტრების „სხვა“ მწარმოებლების ბაზრის წილი 44%-ს შეადგენს. „სხვები“ — ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მწარმოებლები არიან, რომლებმაც, იმისათვის, რომ გამოცხადებულ მაჩვენებლებს მიაღწიონ, კვარტალში 1 მილიონი მოწყობილობა მაინც უნდა გაყიდონ.
რომ ყოფილიყო საზოგადოებისათვის ბაზრის ტრენდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამ ანალიტკური კომპანიების რეალური მიზანი, მათ თანამშრომლებს არ დასჭირდებოდათ ტყავიდან ამოძრომა, ბაზრის ურთიერთგამომრიცხავი განმარტებების გამოგონება და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიმატება/გამოკლება სანამ ვერავინ ხედავს.
ამერიკული კომპანიის კონკურენტებს, Samsung-ს, Lenovo-ს, Asus-სა და Acer-ს, უბრალოდ უნარი არ შესწევთ გაყიდონ პლანშეტები ისე, როგორც ამას Apple აკეთებს: კვარტალში 10 მილიონზე მეტი ოდენობით. ხოლო Amazon, Microsoft და Google იმ მინიმალურ ზღვარსაც კი, 1 მილიონი ერთეულის ოდენობით, ვერ მიუახლოვდნენ და შესაბამისად ანგარიშგებაშიც ვერ მოხვდნენ. და ეს მიუხედავად კოლოსალური ფასდაკლებებისა, სეილებისა და საჩუქრებისა.
თვითონ ფაქტი, რომ პლანშეტების ასეთი მრავალფეროვნება გამოდის ბაზარზე შემცირებული ფასით, უნდა ჩანასახშივე კლავდეს Apple-ის შესაძლებლობას გაყიდოს შედარებით ძვირადღირებული iPad. ამასთან კუპერტინო აგრძელებს თავის გაყიდვებს კონკურენტებზე გაცილებით დიდი ოდენობით.
კვლევითი კომპანიების მსგავსი პათეტიკური მცდელობამ, შეამციროს Apple-ის წარმატება, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს ის მკითხველი, რომელიც ენდობა მყვირალა სათაურებს მედიაში ამერიკული კომპანიის მიერ ბაზრის წილის კლების შესახებ. და მნიშვნელობა არა აქვს, რომ თვითონ Apple, დამალვის გარეშე გვატყობინებს წარმატების შესახებ.
სინამდვილეში, ფაქტების ასეთ დამახინჯებას ეწირებიან Microsoft, Google და მათი საოპერაციო სისტემები, Windows და Android. ისინი დაარწმუნეს, რომ ამ ბაზარზე ისინი სრულიად მომგებიან პოზიციაზე არიან, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის და ეს კომპანიები დროს კარგავენ უმოქმედობის გამო.
თუ 2013 წელს, Strategy Analytics-ის მიერ საგაზეთო ტყუილების გაშვების უკან Samsung იდგა, მაშინ კორეელებმა უკან უნდა მოითხოვონ ამ ტყუილში გადახდილი ფული. და თუ Microsoft და HP სერიოზულად ფიქრობენ ხარჯების შემცირებაზე, მათ უნდა შეწყვიტონ იმ პროპაგანდის დაფინანსება, რომელიც მათ უხეირო სტრატეგიას წარმოაჩენს, როგორც მომგებიანს.
სინამდვილეში ხომ სიტუაციის კონტროლი დიდი ხანია Apple-ის ხელშია.