[dropcap type=”default”]A[/dropcap]
pple აქტიურად მუშაობს მოქნილი ეკრანების მიმართულებით. ცნობილი გახდა, რომ კომპანია თანამშრომლობს LG-სთან ამ სფეროში.
სანდო წყაროებზე დაყრდნობით, კუპერტინომ უარი თქვა Samsung-თან თანამშრომლობაზე, ვინაიდან არ სურს მთავარ კონკურენტს გადასცეს ტექნიკური მონაცემები.
LG Display-მ შექმნა სპეციალური ჯგუფი, მოქნილი OLED ეკრანების გამოშვების მიზნით. სხვა კომპონენტების შემქნაზე იმუშავებს LG Innotek.
ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ წარმოება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. ამასობაში, Samsung ემზადება საკუთარი მოქნილი სმარტფონის პრეზენტაციისათვის უკვე 2018 წელს.
წყარო: CNBC