GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple ჰოლივუდში

IC by IC
26/02/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
Apple ჰოლივუდში

Apple ჰოლივუდში

797
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყოველწლიურ Brandcameo Product Placement Awards-ზე ეპლმა მიიღო პრიზი საკუთარი პროდუქტების ყველაზე რეიტინგულ ფილმებში პროცენტულად ყველაზე მეტჯერ გამოჩენისთვის.  ეპლის პროდუქტები გამოჩნდა ამერიკის 2010 წლის 33 საუკეთესო ფილმიდან 10-ში,  რაც შეადგენს დაახლოებით 30%-ს. სხვა ბრენდების შედეგები, როგორებიცაა Landrover, Dell, Sony, Nike  და სხვები შეადგენს 15-24 %-მდე.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეპლის პროდუქტების გამოჩენა საუკეთესო ფილმებში მხოლოდ Ford-ის შედეგს ჩამოუვარდება და გაცილებით უსწრებს წინ Coca Cola-ას შედეგს.

ეს საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ეპლის კომპიუტერების (და არა iPhone, iPad, iPod) მფლობელთა რაოდენობა ამერიკაში შეადგენს 15%-ს და რომელთა რაოდენობა 2008 წელს იყო 9%. როგორც სჩანს, რეკლამას საკმაოდ ეფექტური შედეგი მოაქვს  კომპანიისთვის. მიუხედავად ამ პრიზისა, უკვე მეორე წელია, რაც ეპლის ჩვენების პროცენტული მაჩვენებელი ამერიკულ ფილმებში იკლებს, რაც განპირობებულია არა ეპლის “გაციებისა” ჰოლივუდის მიმართ, არამედ კონკურენტი კომპანიების –  Sony, HP და სხვათა გააქტიურებით ამ სარეკლამო სივრცეში. Sony უკვე აქტიურად ცდილობს ჩაანაცვლოს ეპლის პროდუქტები Sony Studio-ს ფილმებში Sony Vaio-ს ნოუთბუქებით. სცენა 2003 წლის რომანტიკული კომედიიდან Something’s Gotta’ Give, რომელიც Sony Studio-ს ეკუთვნის და რომელშიც ჯეკ ნიკოლსონი და დიან კიტონი მაკბუქპროებით ჩეტაობენ, დღეს უკვე წარმოუდგენელია განმეორდეს იაპონური გიგანტის მფლობელობაში არსებულ ფილმებში.

მიუხედავად ამისა, ჰოლივუდში ეპლს მაინც მყარი პოზიციები აქვს, რისი დასტურიც არის ფილმში Sex and the City 2 მაკბუქის და აიფონის გამოჩენა, მიუხედავად ფილმის ექსკლუზიური კონტრაქტისა HP-სთან. სხვა ნომინაციების სანახავად, რომელიც ბევრ სხვა ბრენდს მოიცავს, მიჰყევით ამ ბმულს.

Tags: iPadiPhoneMacWatch
Previous Post

MobileMe სახეს იცვლის

Next Post

მობილური საფარი – ყველაზე სწრაფი ბრაუზერი

IC

IC

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
237
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
192
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
771
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
843
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
მობილური საფარი – ყველაზე სწრაფი ბრაუზერი

მობილური საფარი - ყველაზე სწრაფი ბრაუზერი

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG