როგორც Consomac-ი იტყობინება, Apple-ი საფრანგეთისთვის წარმოებული iPhone-ებიდან EarPods-ს ამოიღებს.
ცვლილება ძალაში 24 იანვრიდან შევა. შეგახსენებთ რომ მანამდე ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ მთელ მსოფლიოში შეწყვიტა iPhone-ის ყუთში ყურსასმენების ჩადება, გამონაკლისი იყო მხოლოდ საფრანგეთისთვის, რადგან მათი მოქმედი კანონი ასე მოითხოვდა.
ახლა ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიებისგან გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე აკეთებენ აქცენტს.