The Wall Street Journal-ის წყაროს მიხედვით, Apple-ში სმენის აპარატის AirPods-ით ჩანაცვლების იდეა დაიბადა.
სურვილი და იდეა კარგია, თუმცა ამ ეტაპზე სრული დღით ჩანაცვლება რთული იქნება, რადგან აშშ-ს კანონდებლობის მიხედვით, სმენის აპარატმა მთელი დღის მანძილზე დატენვის გარეშე უნდა იმუშაოს.
Apple-ი AirPods-ისთვის ასევე ავითარებს სხეულის ტემპერატურის საზომს და პოზის კონტროლის უნარს.
ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეებია და ინჟინერების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. [ Wall Street Journal ]