როგორც Apple-ის საცალო ვაჭრობისა და ადამიანური რესურსების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Deirdre O’Brien-მა განაცხადა, მიუხედავად ონლაინ გაყიდვების მზარდი მაჩვენებლისა, კომპანია Apple Store-ების გახსნას გააგრძელებს.
ადამიანებს ჩვენი საიტის დახმარებით პროდუქტების შესახებ ბევრი რამის გაგება შეუძლიათ, ხოლო მაღაზიებში მისვლით მათთან შეხება და შეგრძნება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი მაღაზიების გახსნას ვაპირებთ.
Deirdre O’Brien, Apple- ის საცალო ვაჭრობისა და ადამიანური რესურსების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი
ჩვენდა სამწუხაროდ Deirdre O’Brien-ს არ უთქვამს თუ რომელ ქვეყნებში აპირებს Apple-ი გაფართოებას. [Bloomberg]