ყველამ კარგად ვიცით Apple-ის განსაკუთრებულ მიდგომაზე, საკუთარი პროდუქციის უსაფრთხოებისათვის. მომხმარებლების უმეტესობამ კარგად იცის Apple-ი როგორ ზრუნავს მომხმარებლების პირად მონაცემებზე, თუმცა ნაკლებად იციან თუ რამდენად ზრუნავს კომპანია „ჩვენს სახლზე“ — დედამიწაზე.
ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ, ამ კვირაში გამოაქვეყნა მოხსენება, სათაურით: „პლანეტის ზომა“. მოხსენებაში ასახულია გეგმა, თუ როგორ უნდა გახდეს Apple-ი სრულიად გამწვანებული კომპანია 2030 წელს.
ახლა შემოგთავაზებთ Apple-ის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ქმედებებს, ამ საკითხის მიმართ:
— MacBook Pro 16″ წარმოებულია სპეციალური დაბალი ნახშირბადის მქონე ალუმინისაგან;
— 2019 წელს Apple-მა ფლუორირებული გაზების გამონაბოლქვი 242 ათასი მეტრი ტონით შეამცირა;
— 2019 წლიდან ყველა iPad-ი, MacBook Air-ი, Mac mini და Apple Watch-ი წარმოებულია რეციკლირებული მასალებისგან;
— Apple-მა 2019 წელს ნახშირბადის წილი 4,3 მეტრი ტონით შეამცირა;
— ამავე წელს, Apple-მა მომწოდებლების და პარტნიორების დახმარებით მთლიანი ემისია 779 მეტრი ტონით შეამცირა;
— Apple-ის ქარხნებში და შენობებში ენერგოეფექტურობის ინვესტიციამ, ენერგიის მოხმარება 20%-ით შეამცირა და 27 მილიონი დოლარი დაზოგა;
— Apple-ი ვალდებულია 70-ზე მეტი მომწოდებელი და პარტნიორი 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადაიყვანოს, რაც CO2-ის წარმოქმნას 3 მილიონი მანქანის ექვივალენტით შეამცირებს;