ახალი მომხმარებლებისთვის Apple-მა კარგი შეთავაზება მოამზადა. ახალი Apple ID-ის რეგისტრაციისას აშშ-ის ოთხი უმსხვილესი ოპერატორის მომხმარებლებს შეეძლებათ მიიღონ 200 გიგაბიტამდე მეხსიერების მხარდაჭერა.
ეს სიახლე სამწუხაროდ მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებს შეეხებათ, მათ ვინც ახალ Apple ID-ს გახსნის.
2 თვის შემდეგ იგივე მოცულობა სტანდარტულად iCloud-ის ფასებს მოერგება და მისი ფასი თვეში 2.99 დოლარს შეადგენს. სხვა მომხარებლებისთვის iCloud-ის პაკეტების პირობები უცვლელი დარჩება.
Apple-ი კვლავ მიიჩნევს, რომ 5 გიგაბიტი უფასო მეხსიერება მულტიმედიური კონტენტისთვის სავსებით საკმარისია. [The Verge]