მიუხედავად იმისა რომ Epic Games-ი Apple-ის App Store-ის ექსკლუზიურ პირობებს არ ეწინააღმდეგებოდა, სტუდიის სარჩელი თავდაპირველად საკმაოდ განსხვავებული იყო. Fortnite სასამართლოსგან ითხოვს რომ Apple-ის აპლიკაციების მაღაზია მონოპოლურად ცნოს და App Store-ის ალტერნატივებს ავტორიზაცია მიანიჭოს. ამ მოთხოვნას კუპერტინოელები განზრახ განხორციელებულ, სხვა ინტერესის ქმედებად აფასებენ.
Apple-ის ადვოკატის თქმით, iOS არ არის Android-ი, მისი აზრით Android-ი სახიფათო და მოუხერხებელი პლათფორმაა და ამის ერთ-ერთი მიზეზი აპლიკაციების მაღაზიების სიმრავლეა.
„Epic Games-მა დაარღვია App Store-ის წესები, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის. ახლა Epic-ი Android-ად გადაქცევას გვთხოვს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა. უფრო მეტიც, ჩვენს მომხმარებლებს არ სურთ ეს. ისინი iOS უზრუნველყოფილ, დაცულ და მაღალი ხარისხის პლათფორმად მიიჩნევენ. Epic-ს თუ დავუჯერებთ, ამის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ Fortnite-ს დარღვევების გამოსწორებაში დავეხმაროთ და App Store-ში დავაბრუნოთ“.
თქვა Apple-ის ადვოკატმა კარენ დანმა.