Apple-ის განცხადებით iPhone 11-ის ეკრანის შეცვლის უფასო პროგრამა ამოქმედდა.
თუ თქვენი iPhone 11-ის ეკრანი ზოგჯერ არ მუშაობს, ან არის მომენტები რომ შეხებაზე საერთოდ არ რეაგირებს, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ უახლოეს ავტორიზებულ სერვისცენტრს. ეს პროგრამა შეეხება იმ iPhone 11-ებს, რომელიც გამოვიდა 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მაისამდე.
კუპერტინოელებმა ასევე დასძინეს, რომ თუ თქვენ ეს პრობლემა უკვე მოაგვარეთ საკუთარი ხარჯებით, შეგიძლიათ დაუკვაშირდეთ სერვისცენტრს რათა დაიბრუნოთ თანხა.
უახლოესი სერვისცენტრების ხილვა ამ გვერდზე შეგიძლიათ ???? Apple Ressellers
პროგრამა იმოქმედებს 2 წლის განმავლობაში.