Apple-მა განაახლა უსაფრთხოების წესები იმ ქარხნებში, სადაც მათი პროდუქცია იწარმოება.
მაგალითად: Apple-ი ზოგიერთ ქარხნებში განაახლებს კომპიუტერულ სისტემას, რის შემდეგაც გაკონტროლდება მოწყობილობის კონკრეტული ნაწილების მოძრაობა, მაგალითად თუ რომელიმე ნაწილი დადგენილ დროზე მეტხანს გაჩერდება ერთ ადგილას, გააქტიურდება სიგნალი.
ასევე, ქარხნების სტუმრები ვალდებულები იქნებიან წარმოადგინონ მთავრობის მიერ გაცემული მოწმობები, ხოლო პარკინგზე კამერები მანქანის ოთხივე მხარეს გადაიღებს.
მოგეხსენებათ რომ Apple-ის ახალი მოწყობილობების სპეციფიკაციები და ვიზუალი მინიმუმ 180 დღით ადრე ხდება ცნობილი. [The Information]