Apple-ი არაერთხელ გვიჩვენებს ხოლმე iPhone-ის უპირატესობებს სარეკლამო ვიდეო- რგოლებით. ამჯერად უჩვეულოდ, ჩვენმა საყვარელმა კორპორაციამ გადაწყვიტა ესაუბრა თავისი მთავარი პროდუქტის იდეოლოგიაზე. მასალა განთავსდა “რატომ iPhone”-ის ვებ-გვერდზე.
Apple-ის განცხადებით, iPhone უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოწყობილობა. ეს პროდუქტი მოიცავს იმ ძირითად იდეებს, რწმენასა და პრინციპებს, რომლებიც კომპანიას მრავალი წლის განმავლობაში მოჰყვა. აქ არის რამდენიმე მათგანი:
კონფიდენციალურობა
„ჩვენ გვჯერა, რომ კონფიდენციალურობა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. თქვენი მონაცემები — მხოლოდ თქვენია! ზოგიერთი კომპანია ყიდის მას — ჩვენ არასდროს გავაკეთებ იგივეს.“
გადამუშავება
„იმ დროს როცა გარშემო არის კლიმატის ცვლილებები და ხდება რესურსების სწრაფი შემცირება, iPhone-იც კი, სამყაროს პატარა ნაწილი აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობდით მრავალი წლის განმავლობაში iPhone-ის გადამუშავებისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ შევქმენით რობოტი— „Daisy“. რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ მოწყობილობის დაშლა, არამედ iPhone-ისგან მცირე ზომის იშვიათი ლითონების მიღება. მეტიც, რამდენჯერმე გამოყენების პერსპექტივით.“
გარემო
„2017 წელს ყველა ჩვენმა წარმოების ხაზმა, მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ არ რჩება არცერთი ნარჩენი დედამიწაზე. ყველა არასასურველი მასალა ახლა ხელახლა გამოყენებულია, ან გადამუშავებულია. ზოგიერთი მათგანი ელექტროენერგიის წარმოებისთვისაც გამოიყენება. ეს ყველაფერი ჩვენი ამბიციური მიზნის ნაწილია, რომელიც მთლიანად დახურული მიწოდების ჯაჭვის მისაღწევად არის.“
განახლებადი ენერგია
„iMessage-ში გაგზავნილი ყოველი მესიჯით, გვეხმარებით რომ მივუახლოვდეთ ჩვენს მიზანს — მომავალს, სადაც ყველაფერი მუშაობს განახლებადი ენერგიით. ჩვენი გადამამუშავებელი ცენტრები ამჟამად მუშაობს მზის, ჰიდრო, ქარის, ან ბუნებრივი გაზის დახმარებით.“
Apple ხაზს უსვამს, რომ iPhone-ის განვითარების, წარმოების ან გადამუშავების პროცესში კომპანიის ყველა ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის განსაკუთრებული მიდგომა, რითაც განსხვავდება Apple სხვა კომპანიებისგან.
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group