Apple-ის ოქტომბრის ტრადიციულ პრეზენტაციაზე კომპანიამ წარმოადგინა მისი მოწყობილობების iPad და iMac-ის განახლებული ვერსიები და OS X საოპერაციო სისტემის 10.10 Yosemite განახლება, უახლესი აპარატული და პროგრამული შესაძლებლობებით. პრეზენტაციაზე ასევე განახლდა შესაბამისი პროგრამული პაკეტებიც ახალ აპარატურასთან და საოპერაციო სისტემასთან თავსებადობის მხარდაჭერით.
iPad Air 2
უმთავრესი განახლება რაც iPad Air 2-მა მიიღო, არის რეტინა ეკრანი 2042×1536 პიქსელით 9,7 დიუმზე რაც 9,1 მილიონი პიქსელია და ერთ დიუმზე მათი რაოდენობა 264-ია. რა თქმა უნდა ის უფრო თხელია და მასში გამოყენებულია უახლესი და უფრო მძლავრი A8X ჩიპი, რომელიც უკეთეს გრაფიკულ შესაძლებლობებს იძლევა და 64-ბიტიანი სამაგიდე პროცესორის კლასის წარმადობა აქვს. მიუხედავად ტექნიკური მაჩვენებლების გაზრდისა, ავტონომიურად მუშობის დრო კვლავ 10 საათია, რაც მუშაობის, თამაშის, ინტერნეტში მოგზაურობისა და საყიდლების განხორციელების საშუალებას მთელი დღის განმავლობაში იძლევა.
ლოგიკური და მოსალოდნელი იყო ახალ iPad Air-ში TouchID-ის გამოჩენა, რომელიც დამატებითი ბიომეტრიული უსაფრთხოებისთვის უკვე გამოიყენება iPhone-ის ბოლო ორ თაობაში (iPhone 5S და iPhone 6/6Plus).
ახალი iSight კამერა ყველაზე საუკეთესოა iPad-ებს შორის, ახალი ოპტიკით, გაუმჯობესებული სენსორებით და სპეციალური Apple-ის მიერ შექმნილი ვიზუალური სასიგნალო პროცესორით. კამერას დაემატა ახალი ფუნქციები, როგორიცაა პანორამა, თაიმ-ლაპსი, შენელებული გადაღება და სწრაფი გადაღება. წინა კამერა, FaceTime HD, ახალი თაობით შეიცვალა. მას აგრეთვე განახლებული სენსორი აქვს და ცუდი განათების პირობებშიც ნათელ ფოტოებს და ვიდეოს იღებს.
WiFi-ს ახალი ჩიპით უკაბელო ქსელთან კავშირის სიჩქარე წინა თაობასთან შედარებით გაორმაგდა, ამიტომაც ვიდეოების გადმოწერა და სტრიმინგი უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. WiFi+Cellular მოდელში დემატა LTE ქსელების მხრდაჭერა, რომელიც საშუალებას იძლევა შეარჩიოთ თუ რომელი მობილური ოპერატორის ქსელში გინდათ ჩართვა (ამაზე ოდნავ ქვემოთ მოგითხრობთ).
და რა თქმა უნდა iOS 8 რომელიც ახალი iPad Air 2-ის აპარატული ფუნქციონალის სრულყოფილად გამოყენების საშუალებას იძლევა. ახალი ფუქნცია, Continuity საშუალებას იძლევა იქონიოთ სრული თავსებადობა Apple-ის სხვა მოწყობილობებთან და ერთ მოწყობილობაზე დაწყებული აქტივობის სხვა მოწყობილობებზე განაგრძოთ. მაგალითად, შეგიძლიათ დაიწყოთ წერილის აკრეფვა iPhone-ზე, განაგრძოთ iPad-ზე და დაასრულოთ Mac-კომპიუტერზე. iCloud Drive-ის საშუალებით შესაძლებელი ხდება დოკუმენტების ფოტოების და ვიდეოების უსაფრთხოდ შენახვა და გაზიარება.
ახლა მოდი, ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბროთ კომპანია Apple-ის ახალ ინიციატივაზე, რასაც Apple SIM ქვია.
თუ დავაკვირდებით Apple-ის დამოკიდებულებას SIM ბარათების მიმართ ბოლო 7 წლის განმავლობაში, კომპანია ყოველთვის აღწევს იმას, რაც მისთვის არის მისაღები.
SIM-ბარათი, რომლის საშუალებითაც ხდება კონკრეტული ფიჭური ქსელის აბონენტის იდენტიფიკაცია ტელეფონებში, პლანშეტებში და ა.შ., ყველა იმ მოწყობილობაშია მოთავსებული, რომელსაც GSM ქსელის მხარდაჭერა აქვს. ისეთ ოპერატორებს, როგორიცაა Magticom, Geocell და Beeline სიმ ბარათები თავისი არსებობის პირველი დღიდან აქვთ. განსხვავებით შეერთებული შტატებისა სადაც CDMA ოპერატორებიც არის Sprint-ისა და Verizon-ის სახით. საქართველოში სიმ-ბარათის გარეშე ქსელით სარგებლობა მხოლოდ Megacom-ის ქსელში იყო შესაძლებელი ადრე, ხოლო ახლა Silknet-ის აბონენტებისათვის არის ხელმისაწვდომი. LTE ქსელებზე გადასვლის შემდეგ ყველა ოპერატორი მხოლოდ SIM ბარათებით სარგებლობს და ახლა უკვე მის გარეშე მობილური მოწყობილობა წარმოუდგენელია. წარსულში საუბარი იყო იმაზეც რომ Apple თავის iPhone-ში SIM ბარათის ჩაშენებას აპირებდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
საბოლოოდ iPad Air 2 და iPad Mini 3-ის გამოსვლით Apple-მა ამ გეგმის განხორცილებაც გადაწყვიტა და თავისი ახალი მოწყობილობები პროგრამირებადი SIM ბარათებით აღჭურვა, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა მობილურ ოპერატორთან არის შესაძლებელი. გადრთვა შეიძლება ხელმისაწვდომ ოპერატორზე და ამ ახალ ტექნოლოგიას მან Apple SIM დაარქვა. რათქმაუნდა, ყველა ოპერატორის მხარდაჭერა გათვალისწინებული არ არის და Apple SIM-ის ამოღება მოწყობილობიდან ჯერ-ჯერობით შესაძლებელია. კონტრაქტით შეძენილ iPad-ში ჯერ კიდევ ოპერატორზე მიბმული ბარათი იქნება. ადვილად არის შესაძლებელი, რომ ძალიან მალე Apple-ის მოწყობილობებში ჩვენ SIM ბარათი საერთოდ ვეღარ ვიხილოთ და მისი ჩასადები სლოტიც გაქრეს.
ყოველ ჯერზე, როცა Apple-მა SIM-ის გამოყენების მეთოდი შეცვალა, გაიმარვა. გავიხსენოთ პირველი iPhone, 2007 წელს, როცა SIM ბარათის ამოღება ტელეფონიდან შესაძლებელი იყო საკანცელარიო სკრეპის საშუალებით. დღესაც ძალიან ბევრი სმარტფონი იგივე მეთოდს იყენებს მოდელებზე, რომლებსაც არ აქვთ მოხსნადი აკუმლატორი.
შემდგომში გამოვიდა 3FF – რომელიც უფორ ცნობილია micro-SIM-ის სახელთ და iPad-ზე 2010 წელს იქნა გამოყენებული პირველად. თუ დავაკვირდებით, Apple-მა დაარღვია GSM მოწყობილობების ეკოსისტემა და iPad-თან ერთი და იგივე ფიჭური იდენტიფიკაცია შეუძლებელი გახადა. ძალიან ნელა მაგრამ ოპერატორებმა მაინც დაიწყეს micro-SIM-ების გამოშვება, მაგრამ ჯერ კიდევ არის ადაპტერები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პატარა ზომის ბარათების დიდ სლოტებში მოთავსება. მოგვიანებით Apple-მა iPhone 4-ში micro-SIM ბარათების მხარდაჭერა განახორციელა.
იგივე ისტორია განმეორდა 4FF სტანდარტთანაც, რომელიც უკვე nano-SIM-ის სახით მოგვევლინა და დღეისათვის ის iPad-ისა და iPhone-თვის გამოიყენება. Apple-მა პირველმა დაიწყო და ყველა ეტაპზე გაიმარჯვა კონსორციუმის და სხვა მწარმოებლების წინააღმდეგ და დანერგა nano-SIM ბარათები ბაზარზე, რასაც მოყვა ახალი ბარათის წარმოდგენა iPhone 5-თან ერთად. კიდევ ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპერატორები და კონკურენტი მწარმოებლები ჯერ კიდევ ძველ micro-SIM ბარათებზე არიან დარჩენილი.
Apple-ის უნიკალურ პოზიცია ბაზარზე საშუალებას აძლევს კომპანიას ქონდეს ავტორიტეტი და ბერკეტი რითაც ოპერატორებზე და კონკურენტებზე ზემოქმედება შეუძლია. იქნება თუ არა Apple SIM ხელმისაწვდომი ოპერატორების მხოლოდ მცირე რაოდენობაზე? თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ახალ iPhone-ში წინასწარ ჩამონტაჟებული Apple SIM-ები ვიხილოთ და თუ ოპერატორი ამ სმარტფონების მხარდაჭერას გადაწყვეტს ჯობია ამისთვის აქედანვე დაიწყოს მზადება. არ არის გამორიცხული, რომ მომავალი განახლების შემდეგ SIM ბარათების სლოტი საერთოდ გაქრეს Apple-ის მოწყობილობებიდან. თუმცა, ეს ჯერ კიდევ სპეკულირების თემად რჩება.
ადვილად არის შესაძლებელი შეცვლადი SIM ბარათების ხმარებიდან ამოღება GSM-ის მომხმარებლებისთვის, როგორც თავისუფლების სიმბოლო, რომ შესაძლებელი გახდეს მომხმარებლის ნებაზე სხვა და სხვა ქსელებზე გადავსლა. თუ Apple-მა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანა ოპერატორები და კონკურენტები აღმოჩნდებიან ახალი რეალობის წინაშე, სადაც მომხმარებელი უფრო თავისუფალი იქნება და მწაროებელიც განთავისუფლდება სიმ ბარათების უკვე სკმაოდ ფრაგმენტირებული ბაზრისაგან.
Apple iPad Mini 3
ღონისძიების ბოლო ნაწილში დაანონსდა და უფროსი ძმისგან განსხვავებით, ნაკლებად მძლავრი, თუმცა კარგად შემუშავებული მოწყობილობაა.
დიზაინის მხრივ ახალ მოდელში არაფერი შეცვლილა, იგი იგივე წონისა და სისქისაა, როგორც წინამორბედი, წარმოდგენილია იგივე ხმის მართვის ღილაკები, A7 მიკროპროცესორი და თითქმის ყველაფერი იგივე, თუ გაზრდილ მეხსიერებასა და Touch ID სენსორს არ ჩავთვლით.
როგორც Apple აცხადებს, თითის ანაბეჭდის ამომცნობი სენსორი სწორედ ის მახასიათებელი იქნება, რომელიც iPad Mini-ს ახალ მოდელს წარმატებას მოუტანს, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა უკვე მნიშვნელოვნად აღიქვამს მოწყობილობაზე არსებული უსაფრთხოების მაღალ დონეს. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა Apple Pay, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ გადახდების მოწყობილობიდან უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობას მისცემს და იმედი აქვს, რომ სწორედ ამ ფუნქციის წყალობით გაიზრდება Mini 3 მოდელის გაყიდვები.
მახასიათებლების თვალსაზრისით ახალ მოდელში მინიმალური ცვლილებებია წარმოდგენილი. iPad mini 3-ში კვლავაც Apple A7 პროცესორს ვხვდებით, რომელიც არც თუ ისე მძლავრია, თუმცა პროცესორის 64-ბიტიანი არქიტექტურისა და 2GB ოპერატიული მეხსიერების ფონზე მძლავრი აპლიკაციების გაშვების შესაძლებლობას განიჭებთ.
ელემენტი და კამერა. როგორც კომპანია აცხადებს, მოწყობულობის ელემენტი 10 საათის განმავლობაში ინტერენტში მოგზაურობის, ვიდეოს ყურებისა და მუსიკის მოსმენის შესაძლებლობას მოგცემთ.
რაც შეეხება კამერას, ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებლები ფოტოების გადასაღებად არ შეიძენენ iPad Mini 3-ს რადგან მასში უწინდებურად 5MP iSight კამერას ვხვდებით.
საბოლოო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ iPad Mini 3 კარგი მოწყობილობაა, თუმცა წინამორბედი მოდელისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით Touch ID სენსორის დამატებასა და ოპერატიული მეხსიერების გაზრდილ შიდა მოცულობას.
მცირედ გაუმჯობესებული კორპუსი პრემიუმ მოდელის შეგრძნებას გვიტოვებს, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობა მცირე გაუმჯობესების ფონზე დიდ სხვაობას ნაკლებად გადაიხდის.
განახლებული პლანშეტი სტანდარტული მოწყობილობაა, რომელიც კომპანიამ „ზრდილობის გულისთვის“ განაახლა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო iPad mini მოდელში უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ინოვაციებს ვიხილავთ.
iMac with Retina Display
16 ოქტომბრის სპეციალურ ღონისძიებაზე მრავალი ახალი პროდუქტი იქნა წარმოდგენილი, თუმცა ერთ მათგანზე განსაკუთრებით და განცალკევებულად უნდა ვისაუბროთ. საუბარია სრულიად ახალი ტიპის iMac-ზე, რომელიც ამიერიდან ზემაღალი გარჩევადობის ეკარნით არის აღჭურვილი და მრავალ კონკურენტს წინასაინფარქტო სიტუაციაში ცააგდებს, როგო��ც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე ფასითაც. მოდით გავეცნოთ ამ ახალ პროდუქტს.
განახლებული 27 დიუმიანი iMac რომელიც აღჭურვეილია ყველაზე მაღალი გარჩევადობის 5K რეტინა ეკრანით დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამაგიდო კომპიუტერია. ეკრანი გარჩევადობა 5120×2880 წერტილია, რაც მანამდე არნახული შესაძლებლობების გრაფიკას უზრუნველყოფს.
ახალი ეკრანი ყველაზე დიდი გარჩევადობით სისტემისგან განახლებულ აპარატულ მონაცემებს მოითხოვს და ის რა თქმა უნდა აღჭურვილია Intel-ის მე-4 თაობის 3.5 გჰც Core i5 პროცესორით და სტანდარტულ კონფიგურაციაში 5K ეკრანით. შესაძლებელია Core i7 ვარიანტის არჩევაც, რომელიც iMac-ზე პირველად არის ხელმისაწვდომი და მეტი სიმძლავრის საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს iMac-ზე დარჩენას.
ახალი გრაფიკული შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის Apple-მა ამჯერად AMD-ს მაღალი წარმადობის 3.5 ტერაფლოპიანი ვიდეო-ბარათის გამოყენება არჩია. მაღალი გარჩევადობის ვიდეო, თამაში, თუ დიზაინის აპლიკაციები შესანიშნავად იმუშავებს ახალ iMac-ზე.
1 ტბაიტი მოცულობის Fusion-დისკი 5K iMac-ის სტანდარტულ კონფიგურაციაში შედის და შესაძლებელია მისი 3 ტბაიტამდე განახლება. დიდი მოცულობის მყარი დისკი და მაღალი წარმადობის ფლეშ-მეხსიერება — Fusion ტექნოლოგია ავტომატურად და ჭკვიანურად განათავსებს მონაცემებს ამ ორ მედიაზე ისე, რომ ყოველთვის სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი ხშირად გამოყენებული ფაილური რესურსები. მაქსიმალური წარმადობისათვის შეიძლება 1 ტბაიტი ფლეშ-მეხსიერების დაყენებაც.
განახლება შეეხო კომპიუტერის საკომუნიკაციო ნაწილსაც. ახალ iMac-ში ჩაშენებულია მეორე ტაობის, Thunderbolt 2 პორტი, რომელიც ორჯერ უფრო სწრაფია თავის წინამორბედზე და 20 გიგაბიტ გამტარიანობას უზრუნველყოფს თითოეულ პორტზე. ამით შესაძლებელი ხდება მაღალი სიჩქარის პერიფერიული მოწყობილობების მიერთება, როგორიცაა გარე მყარი დისკები, კამერები და აუდიო/ვიდეო მოწყობილობები მონაცემთა სწრაფი გადაცემით.
iMac-ში ჩაშენებული 802.11ac სტანდარტის WiFi მოდული რომელიც 802.11ac სტანდარტის საბაზისო სადგურს შეუერთდება და 3-ჯერ უფრო ჩქარ უკაბელო შეერთებას უზრუნველყოფს, ასევე გაიზარდა WiFi ქსელის დაფარვის ზონაც.
ყოველ ახალ iMac-ს აქვს ოთხი USB 3 პორტი, რომელიც 10-ჯერ უფრო ჩქარია ვიდრე UBS 2 და სრულად არის თავსებად USB 2 მოწყობილობებთან.
ასევე ჩაშენებულია Bluetooth 4 ტექნოლოგია რითაც iMac-ზე მიერთებულია კლავიატურა, მაუსი და სხვა უკაბელო აქსესუარები.
ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ ახალი მოწყობილობის უფრო დეტალურ მიმოხილვას, როგორც კი ის საქართველოში შემოვა და უშუალოდ შევძლებთ მასთან მუშაობას და საკუთარი დასკვნების გაკეთებას
Mac mini
ღონისძიების მსველობისას წარმოადგინეს კიდევ ერთი განახლებული პროდუქტი, რომელიც უკვე დიდი ხანია (2 წელი) ელოდა ხელის შევლებას. ეს გახლავთ Apple-ის საწყისი დონის პერსონალური კომპიუტერი Mac mini. სამწუხაროდ, ჯობდა ეს პროდუქტი არ გაენახლებინათ, ვინაიდან შედეგად ჩვენ მივიღეთ უფრო დაბალი წარმადობის მქონე მოწყობილობა, ვიდრე წინამორბედი. ასევე ახალ Mac mini-ში გარკვეული გაუმჯობესებების შესრულება გართულებულია. მოდი, დეტალურად ვნახოთ თუ რა სიახლეებია ამ მოწყობილობაში.
Apple-მა იმუშავა Mac mini-ს ორბირთვიანი პროცესორის თითოეული ბირთვის მუშაობის გაუმჯობესებაზე და ტაქტური სიხშირე 3 გჰც-მდე აიყვანა. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ დავწერე, ტესტირების შედეგად ის უფრო ნელი აღმოჩნდა, ვიდრე 2012 წლის მოდელი.
ორი წლის წინანდელ მოდელში ჩაყენებულია 4 ბირთვიანი პროცესორი Ivy Bridge, 2.3-2.6 გიგაგერცი სიხშირით. ხოლო ახალ მოდელში — ორბირთვიანი Haswell. თითქოსდა, ერთი შეხედვით, გაზრდილმა სიხშირემ უნდა უზრუნველყოს წარმადობის მატება, მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის.
ასეთი უცნაური არჩევანის მიზეზი Apple-ის მხრიდან გახლავთ პროცესორის მუშაობის ალგორითმი. 4 ბირთვიანი Haswell-ის ჩაყენებისთვის საჭიროა ახალი სოკეტის გამოყენება, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ახალი სისტემური დაფის შექმნასთან. ორი წლის წინანდელ მოდელში 2- და 4-ბირთვიანი მოდელები ერთნაირ სოკეტებში ჯდებოდა. შედეგად შესაძლებელი იყო რამოდენიმე ვარინატის შეთავაზება მყიდველისთვის.
ერტადერთი, რაც შეეძლო ამ სიტუაციაში გაეკეტებინა კომპანიას, ფასის დაწევაა. და მართლაც, Mac mini late 2014-ის ფასი 499 დოლარიდან იწყება და უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის. და თუმცა ტესტებში, რომლებიც ერთ ბირთვს იყენებენ, Haswell-ის პროცესორი უსწრებს Sandy Bridge-სა და Ivy Bridge-ს, არასასიამოვნი ნალექი გულში მაინც ჩაგვრჩა.
OS X Yosemite
ახალი საოპერაციო სისტემა, რომელიც Yosemite-ის სახელით გამოვიდა ახალ ფუნქციონალს გვთავაზობს, რომელიც iOS-მოწყობილობებთან და სხვა პროდუქტებთან უფრო მჭიდრო თავსებადობით გამოირჩევა. უკვე შესაძლებელია მივიღოთ სატელეფონო ზარები iPhone-ის ჩანთიდან ამოღების გარეშე. დავიწყოთ ელ ფოსტის აკრეფა, დოკუმენტის შექმნა, ინტერნეტში მოგზაურობა და ეს მოქმედებები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე გავაგრძელოთ. შესაძლებელია iPhone-ზე მობილური WiFi დაშვების წერტილის გაატიურება მასთან შეხების გარეშე.
Yosemite-ს ბევრი ახალი ფუნქცია აქვს, ზოგი მათგანი დამალულია. გთავაზობთ, დამალული მახასიათებლებიდან რამდენიმე მათგანს, რომელიც შესაძლოა ჯერ არ გინახავთ.
10. QuickType ნებისმიერ აპლიკაციაში
Yosemite-ს აქვს QuickType ფუნქციონალი მსგავსად iOS 8-სა. როდესაც ბეჭდავ ნებისმიერ Apple-ის აპლიკაციაში, ESC-ზე დაჭერით მიიღებ შემოთავაზებებს შემდეგ სიტყვაზე.
9. Flyover რუკებზე
თუ გინდა რომ აიღო ქალაქში სწრაფი ტური, ამისთვის Apple-მა დაამატა 3D Flyover ფუნქციონალი რუკებში. უბრალოდ ჩაწერე მხარდაჭერილი ქალაქის სახელი, დააწკაპუნე 3D Flyover Tour ღილაკს და “გაემგზავრე”.
8. ჩანართების დისტანციური დახურვა iOS-მოწყობილობაში
შემთხვევით შენს iPad-ში ჩართული დაგრჩა ჩანართი, რომელიც არ გინდა სხვამ იხილოს? შენ შეგიძლია ის დისტანციურად დახურო. გახსენი Safari შენს Mac-ში, გახსენი ახალი ჩანართი და დააკლიკე X-ს ნებისმიერი ჩანართის გვერდით, რომელიც გინდა დახურო.
7. შემომავალი შეტყობინებების შეჩერება
თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ შემომავალი შეტყობინებები Yosemite-ში შეტყობინებების აპლიკაციაში ისევე, როგორც ამის გაკეთება შეგიძლიათ iOS-ში. ამისათვის, „Details“-ში აირჩიეთ ფუნქცია „Do Not Disturb“.
6. Dock-ის გადაადგილება
თუ არ მოგწონთ Dock-ის ადგილმდებარეობა სამუშაო დაფაზე, მიიტანეთ კურსორი Dock-თან და Shift+Click-ზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ გადაადგილოთ ის სასურველ ადგილას.
5. iOS-მოწყობილობის ეკრანის ვიდეოს გადაღება
ახლა უკვე შესაძლებელია ვიდეოს გადაღება iOS მოწყობილობის ეკრანზე, უშუალოდ Yosemite-დან. სამწუხაროდ, ამისათვის დაგჭირდებათ iOS მოწყობილობის შეერთება Mac-თან კაბელით. შემდეგ გაუშვით ნებისმიერი ჩამწერი პროგრამა, მაგალითად, QuickTime Player.
4. განახლებები Spotlight-ში
Spotlight-ს უკვე შეუძლია განახორციელოს საზომი ერთეულების გარდაქმნები. ჩაწერეთ სასურველი თანხა და ვალუტა, რომელშიც გსურთ გარდაქმნა და დარჩენს Spotlight თვითონ გააკეთებს.
3. თრექპედით ხელმოწერა ელფოსტაში
iSight კამერით ხელმოწერის ძველ ფუნქციას დაემატა იგივე შესაძლებლობა თრექპედის საშუალებით. ჩატვირთეთ ნებისმიერი დოკუმენტი დათვალირების რეჟიმში, ან ელ-ფოსტის პროგრამაში, დააჭირეთ ხელმოწერის ღილაკს და აირჩიეთ თრექპედი.
2. ეკრანის გაზიარება შეტყობინებაში
Yosemite-ში ეკრანის გაზიარება კიდევ უფრო მარტივი გახდა. თუ ორივე მომხმარებელი იყენებს შეტყობინებების აპლიკაციას, დააჭირეთ „Details“ და აირჩიეთ ეკრანის გაზიარების ხატულა.
1. Dark Mode
თუ მუშაობა გვიან ღამემდე გიწევთ, Yosemite-ში შეგიძლიათ გამოიყენოთ Dark Mode რეჟიმი. ამისათვის ეწვიეთ System preferences > General და ჩართეთ თოლია „Use dark menu bar and Dock“.
ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესოზე შეგვეძლო გვესაუბრა დღევანდელ სტატიაში. მაგრამ უმჯობესია ისინი შემდეგი ნომრისათვის შემოვინახოთ, ერთი თვის თადარიგით უკეთ შევისწავლოთ და დეტალურად მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ კიდევ რა არაჩვეულებრივ სიახლეებს გვთავაზობს კომპანია Apple მის ერთგულ მომხმარებლებს.