გუშინ Apple-მა გამოაქვეყნა 2019 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები. მოდი განვიხილოთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
კომპანიის შემოსავალმა 53.8 მლრდ. დოლარი შეადგინა (53.26 მლრდ. დოლარი იყო გასული წლის იგივე პერიოდში). ახლა კვარტლის სხვა ფინანსური მაჩვენებლები:
- მოგება 11.54 მლრდ. დოლარი (12.61 მლრდ. დოლარი გასულ წელს)
- ამონაგები iPhone-იდან 25.99 მლრდ. დოლარი (29.547 მლრდ. დოლარი გასულ წელს)
- ამონაგები Mac-იდან 5.82 მლრდ. დოლარი (5.25 მლრდ. დოლარი გასულ წელს)
- ამონაგები iPad-დან 5.02 მლრდ. დოლარი (4.63 მლრდ. დოლარი გასულ წელს)
- ამონაგები სატარებელი და სახლის ტექნიკის რეალიზაციიდან 5.52 მლრდ. დოლარი (3.73 მლრდ. დოლარი გასულ წელს)
- ამონაგები სერვისებიდან 11.46 მლრდ. დოლარი (10.1 მლრდ. დოლარი გასულ წელს).
შემდეგი კვარტლისათვის კომპანია გეგმავს 61-დან 64-მდე მლრდ. დოლარი შემოსავლის მიღებას (62.9 მლრდ. დოლარი გასულ წელს).
მიმდინარე მესამე ფინანსური კვარტალი რეკორდული აღმოჩნდა მესამე კვარტლებში ბოლო 10 წლის განმავლობაში:
- 2019: $53.8 მლრდ. დოლარი
- 2018: $53.3 მლრდ. დოლარი
- 2017: $45.4 მლრდ. დოლარი
- 2016: $42.4 მლრდ. დოლარი
- 2015: $49.6 მლრდ. დოლარი
- 2014: $37.4 მლრდ. დოლარი
- 2013: $35.3 მლრდ. დოლარი
- 2012: $35 მლრდ. დოლარი
- 2011: $28.6 მლრდ. დოლარი
- 2010: $15.7 მლრდ. დოლარი
- 2009: $9.7 მლრდ. დოლარი
შედეგად ბაზარმა ეს შედეგები დადებითად მიიღო და კომპანიის აქციების კურსმა იმატა:
მიუხედავად ოპტიმისტური ციფრებისა, კომპანიის საოპერაციო მოგება წლის განმავლობაში შემცირდა $12.6 მლრდ.-დან, $11.5 მლრდ.-მდე, სუფთა მოგება — $11.5 მლრდ.-დან, $10 მლრდ.-მდე.