როგორც იქნა, ახდა მეხუთე აიფონის მოყვარულთა ოცნება.
გასულ წელს Apple-მა 4 დუიმიანი მოდელი 30 მილიონი ცალი გაყიდა. ეს დიდი ციფრია იმის კვალობაზე, რომ მოდელი უკვე მოძველებული იყო და ახალი ფლაგმანური, დიდი ზომის აიფონები 2 წლის გამოსული იყო გაყიდვაში. რაც ნიშნავს, რომ ამ მოდელზე კვლავაც დიდი მოთხოვნაა. უფრო მეტიც, მისი პოპულარობითა და კლიენტების გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, მეხუთე აიფონის დიზაინი ადამიანებს მოსწონთ და აწყობთ. ასე ვთქვათ, კლასიკაა.
4 დუიმიანი კლასიკა
მაშ ასე, კუპერტინოში არ დაიწყეს ველოსიპედის გამოგონება და მისცეს ადამიანებს ის, რაც მათ სჭირდებოდათ. 4 დუიმიანი iPhone ამ ეტაპზე ყველაზე მძლავრი შიგთავსით. გამოვიდა ნამდვილი „მონსტრი“, ოღონდ მინიატურულ ზომებში.
გარეგნულად ის აბსოლუტურად იგივეა, რაც iPhone 5s, თუმცა მას კორპუსის მეოთხე ფერიც დაემატა, ვარდისფერი ოქრო.
ზემძლავრი Apple A9 პროცესორი
დიახ, დიახ, iPhone SE-ში გამოიყენება ზუსტად იგივე პროცესორი, რომელიც წარმადობით Galaxy S7-ის Samsung Exynos 8890-ს უსწრებს და მინიმალურად ჩამორჩება Qualcomm Snapdragon 820-ს. iPhone 5s-თან შედარებით ის ორჯერ უფრო სწრაფია.
გრაფიკული პროცესორის წარმადობაზე თუ ვილაპარაკებთ (რაც რასაკვირველია პირველ რიგში თამაშებისათვის), ის ასევე სჯობნის ზემოთ მოცემულ პროცესორებს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაზარზე ყველაზე მძლავრი 4 დუიმიანი ტელეფონი. კომპრომისების გარეშე. კვლავაც, თუ შევადარებთ iPhone 5s-ს, ახალი მოდელის გრაფიკული პროცესორი სამჯერ უფრო ძლიერია.
სხვათაშორის, Apple ტრადიციულად სდუმს ხოლმე ოპერატიული მეხსიერების შესახებ, თუმცა სხვა მახასიათებლები მიუთითებენ იმაზე, რომ iPhone SE-ში ერთი ერთზეა ფადმოტანილი iPhone 6s-ის შიგთავსი, რაც ნიშნავს 2 გბაიტ ოპერტიულ მეხსიერებას. და ეს ასეც არის.
მუდმივი მეხსიერება ახალ ტელეფონს ორ ვარიანტში აქვს: 16, ან 64 გბაიტი.
პროცესორულ თემას სანამ დავასრულებთ, აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ თანა-პროცესორი M9, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი iPhone SE-ში. ის პასუხისმგებელია ნაბიჯების, კალორიების, ავლილი კიბეების და ა.შ. მუშაობაზე. მოკლედ, ყველაფერზე, რაც შეეხება ფიტნეს-თემას. აგრეთვე ეს პროცესორი განკარგავს Siri-ს მუშაობას ხმოვანი ბრძანებით, „Hey, Siri“. იმ შემტხვევაშიც კი, როდესაც სმარტფონის ეკრანი ჩამქრალია.
რა ხდება ფოტო და ვიდეო გადაღების საკითხში?
ძალიან მაგარი რამე ხდება, პირდაპირ გეტყვით. iPhone SE-ში ასევე გადმოტანილია 12 მეგაპიქსელიანი კამერა iPhone 6s-იდან, პიქსელების ფოკუსირების მაღალსიჩქარიანი რეჟიმით, True Tone ციმციმათი (რაც საშუალებას იძლევა რეალისტური ფოტოები მივიღოთ), 4K-ვიდეო გადაღებით და Live Photos რეჟიმით. მოკლედ, ყველაზე მძლავრი ფოტოაპარატი 4 დუიმიან ფორმატში. არ გჯერათ? აი ფოტოების მაგალითები:
HD-კამერა FaceTime, Retina Flash ციმციმათი ასევე არის წარმოდგენილი. კვლავ, არანარი კომპრომისი.
4K ვიდეოს გადაღების გარდა (30 კადრი/წმ), ასევე არის 1080p (30, ან 60 კადრი/წმ) და 720 (30 კადრი/წმ) სტანდარტების მხარაჭერა. ამის გარდა, შესაძლებელია შენებული ვიდეოს გადაღება 1080p რეჟიმში, 120 კადრი/წმ, ან 720-ში, 240 კადრი/წმ. ისევე, როგორც ეს ფლაგმანურ აიფონშია.
სხვა გემრიელობები
პროცესორისა და კამერის გარდა, Apple შემდეგ სიახლეებსაც გვტავაზობს iPhone SE-ში:
- Bluetooth 4.2, უახლესი მოდული;
- ჩაქროსნული Wi-Fi 802.11ac;
- 4G LTE გადაცემის სიჩქარით 150 მბიტ/წმ-მდე;
- NFC;
- გაუმჯობესბული ავტონომიურობა (12 საათამდე ინტერნეტში მუშაობის რეჟიმში 3G ქსელებით, 13 საათამდე ვიდეო ჩვენების რეჟიმში, 14 საათამდე 3G ქსელში საუბრის რეჟიმში).
წონა და სხვა ფიზიკური მონაცემები iPhone SE-ს ისეთივე აქვს, როგორც iPhone 5s-ს: 123.8х58.6х7.6 მმ, 113 გრ.
ნუთუ ყველაფერი ასეთი მაგარია ამ მოდელში?
პრინციპში, კი. ერთი მომენტის გარდა. iPhone SE-ში არ არის 3D Touch ეკრანი. ვვარაუდობ, რომ მომხმარებელთა დიდი ნასწილისათვის ეს დიდი დანაკარგი არ იქნება.
ამის გარდა, გამოიყენება პირველი თაობის Touch ID სენსორი. ანუ იგივე, რაც iPhone 5s-სა და iPhone 6-ში.
ნუ დავივიწყებთ ეკრანზე, ისიც დიდად არ შეცვლილა: 4 დუიმი, 1136×640 წერტილზე, კონტრასტულობა — 800:1, სიკაშკაშე — 500 cd/m2.
როდის ველოდოთ და რა ღირს?
iPhone SE-ის წინასწარი შეკვეთა 24 მარტს იწყება აშშ-ში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ჩინეთში. გაყიდვები 31 მარტს დაიწყება.
მაისის ბოლომდე iPhone SE გაყიდვაში კიდევ 100 ქვეყანაში ჩაეშვება. მოხვდება თუ არა საქართველო მათ როცხვში და შემოგვთავაზებენ თუ არა ქართული ოფიციალური დილერები იგივე დროს, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ახლა გადავიდეთ iOS-ის განახლებებზე და ვნახოთ, რას გვთავაზობს Apple 9.3 ვერსიაში.
Apple-ის შტაბ-ბინაში გამართულ პრეზენტაციაზე სხვა სიახლეებთან ერთად iOS-ის განახლებაზეც იყო საუბარი, კერძოდ, 9.3 ვერსიაზე. 7 სატესტო ანაწყობის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ფინალური ანაწყობი.
მოდი ვნახოთ, თუ რა სიახლეები მივიღეთ 9.3 ვერსიით:
Night Shift რეჟიმი
ეს არის ეკრანის ფერის ტემპერატურის ცვლილების სპეციალური რეჟიმი, რომელიც შეიქმნა მედიკოსებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით. ის საშუალაბეას გაძლევთ კომფორტულად ისარგებლოთ მოწყობილობით ღამის პერიოდში. ეკრანის თბილი ნათება თვალებს არ დაგიღლით, ხოლო ორგანიზმი კომფორტულად მოემზადება ძილისათვის.
შენიშვნების პაროლით დაცვა
მონაცემთა უსაფრთხოება iOS-ში დღითიდღე მატულობს, თუმცა არც ახლაა დაბალ დონეზე. კიდევ ერთი დაცვის მექანიზმი დაემატა: შენიშვნების შესანახ აპლიკაციაში კონკრეტულ ჩანაწერზე პაროლის სახით. პაროლი შესაძლოა განსხვავებული იყოს, ვიდრე ტეელფონის მთავარი პაროლი, რაც უთუოდ სწორი გადაწყვეტილებაა.
აპლიკაცია Classroom
iPad-ის სპეციალური რეჟიმი, რომელიც შემუშავებულია სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში გამოსაყენებლად. ის საუშალებას მისცემს მასწავლებელს მისი მოწყობილობიდან აკონტროლოს მოსწავლეების სამუშაო პროცესი მათ iPad-ებზე. ჯერ-ჯერობით Classroom-ზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა აუცილებლად დავტესტავთ და დამატებით ინფორმაციას შემდეგ სტატიებში მოგაწვდით.
iPhone 6S და iPhone 6S Plus-ის მფლობელები ამინდის, პარამეტრების, კომპასის, ჯანმრთელობისა და ფინანსების აპლიკაციებში ახალ 3D Touch ფუქნციებს მიიღებენ. ეს ეკრანზე უფრო მძლავრი დაწოლის შედეგად ხდება.
კიდევ უფრო გააუმჯობესეს Apple Music-ის ინტერფეისი. ახლა მუსკის მოსმენა კიდევ უფრო გაადვილდა მოძროაბისას.
განახლება უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის სერვერებიდან.