კომპანია Simply Mac-მა რომელიც Apple-ის ავტორიზებული გადამყიდველია, 16 წლის მუშაობის შემდეგ მოულოდნელად 56-ვე მაღაზია დაკეტა.
მომხმარებლებს ვისაც მოწყობილობები შესაკეთებლად ჰქონდათ დატოვებული, უკან ვერ დაიბრუნეს, ისინი უბრალოდ მაღაზიებში დარჩა.
საქმე იქამდე მივიდა რომ Apple-ს მოუწია ჩარევა, ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ Simply Mac-ის მაღაიზებიდან მოწყობილობები აიღო და შეკეთებაზე პასუხისმგებლობა გადაიბარა. კომპანია მომხმარებლებს თავიანთ მოწყობილობებს უახლოეს დროში დაუბრუნებს.