GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple-ის ბოლო ათწლეულის ტოპ 5 უპირატესობა

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
03/01/2020
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
350
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ზოგადად ინოვაციის მნიშვნელობა სადავო საკითხია, რადგან ყველას სხვადასხვაგვარდ ესმის. ზოგისთვის ეს დასაკეცი სმარტოფნებია, ზოგისთვის მოწყობილობების ოპერაციული სისტემის ოპტიმიზაციის მაღალი დონე, ზოგისთვის კი — ძლიერი კამერა. პირადად მე არც ერთს და არც მეორეს მივეკუთვნები, ჩემთვის პირველ რიგში სიმარტივე და კომფორტია.

1. iOS-ის განახლება
2. OS X-ის უფასო განახლება
3. iPadOS
4. რა შეუძლია AirPlay-ს
5. როგორ შეცვალა Apple Pay-მ სმარტფონების ბაზარი

iOS-ის განახლება WiFi-თ


ახლა ეს ფაქტი ასე არავისთვის აღარ აღიქმება, თუმცა მე მაინც შეგახსენებთ რომ iPhone-სა და iPad-ის განახლება ყოველთვის კაბელითა და კომპიუტერზე iTunes-ის დახმარებით იყო საჭირო. Apple-ის დეველოპერებმა iOS 5-ის გამოშვებასთან ერთად გვახარეს ახალი, WiFi-ს ჩამოტვირთვის შესაძლებლობით. მხოლოდ მას შემდეგ გახდა პირდაპირ სმარტფონზე და პლნაშეტზე განახლების ჩამოტვირთვა შესაძლებელი.

OS X-ის უფასო განახლება


იყო დრო როცა Apple 129 აშშ დოლარს იღებდა ყველა მომხმარებლისაგან, ვისაც ყოველწლიურად Mac-ის განახლება სურდა. ცხადია, ყველას არ შეეძლო კომპიუტერების განახლება და შესაბამისად იგი ნაკლებად პოპულარული ხდებოდა კორპორატიულ გარემოში. ორგანიზაციებს რომლებსაც 5000 კომპიუტერი უნდა განეახლებინათ, 65 ათასი დოლარის გადახდა უწევდათ. ერთ დროს Apple-მა iOS-ის განახლების გაყიდვაც სცადა, თუმცა მალევე მიხვდა რომ კარგი გადაწყვეტილება არ იყო და დროულად შეცვალა.

რატომ მჭირდება iPadOS


მიუხედავად იმისა რომ iPadOS თითქმის ყველაფერში iOS-ს კოპირებს, მისი დამოუკიდებელ საოპერაციო სისტემად გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ Apple-ს გარკვეული გეგმები გააჩნია. iPadOS-მა მიიღო მაღალი ხარისხის მულტიტასკინგის სისტემა რომელიც ძალიან მოკლებული იყო iPad-ებს. აქ იგულისხმება აპლიკაციების ერთდროულად გაშვება, მაუსი, კლავიატურები და ფაილებთან მუშაობის ფართო სპექტრი. ის ჯერ კიდევ შორს არის MacOS-ისგან, თუმცა ის შესაძლებლობები რომელიც დღეს გააჩნია iPad-ს, ნამდვილად დიდი ნაბიჯია.

რა შეუძლია AirPlay-ს


სინამდვილეში, მონაცემების უკაბელოდ გაცვლის ტექნოლოგია 2004 წელს თარიღდებოდა. მას AirTunes ერქვა და მხოლოდ აუდიო ფაილების მხარდაჭერა ჰქონდა. 2010 წელს ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ გააფართოვა სპექტრი და დაარქვა მას AirPlay –– ამ ტექნოლოგიას შეუძლია ფოტოების, ვიდეოების, მუსიკები და სხვადასხვა ფაილების გადაგზავნა. AirPlay-ის გამორჩეული თვისება მისი მუშაობის სიჩქარეა, კონკურენტები ახლოსაც არ არიან.

როგორ შეცვალა Apple Pay-მ სმარტფონების ბაზარი


NFC-ის ტექნოლოგია რომელიც სხვა სმარტფონებში გამოიყენებოდა იქამდე სანამ Apple მის გამოყენებას დაიწყებდა, თითქმის უსარგებლო იყო. მწარმოებლები ირწმუნებოდნენ რომ ეს არის მოსახერხებელი საშუალება მონაცემების მცირე მანძილზე გადასაგზავნად, მაგრამ არ გაამართლა. Apple-მა NFC Apple Pay-ს დახმარებით გაწვრთნა, რამაც ინდუსტრია მოაბრუნა. ამის შემდეგ უკონტაქტო გადახდები მთავარ ფუნქციად იქცა, დღევანდელ სმარტფონს ამის გარეშე ფასი აღარ აქვს.

Tags: Apple
Previous Post

7 წლის ბავშვმა შემთხვევით AirPods-ი გადაყლაპა

Next Post

DigiTimes: Apple წელს ორ iPhone 9-ს გამოუშვებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
206
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
70
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
112
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
114
სტივ ჯობსის კუთვნილი Apple Computer-ის პროტოტიპი აუქციონზე გაიტანეს
სიახლეები

სტივ ჯობსის კუთვნილი Apple Computer-ის პროტოტიპი აუქციონზე გაიტანეს

22/07/2022
35
iPhone 14-ს შესაძლოა სიმ-ბარათის ჩასადები არ ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14-ს შესაძლოა სიმ-ბარათის ჩასადები არ ჰქონდეს

22/07/2022
336
Next Post
DigiTimes: Apple წელს ორ iPhone 9-ს გამოუშვებს

DigiTimes: Apple წელს ორ iPhone 9-ს გამოუშვებს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG