გასული კვირიდან კომპანია Apple-ის აქციებმა კვლავ დაიწყეს ზრდა ფინანსურ ბაზარზე. შედეგმაც არ დააყოვნა, რათქმაუნდა. გუშინ, ორშაბათს ბირჟის გახსნის შემდეგ კომპიუტერული გიგანტის აქციებმა სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს. აქციის ფასი $665.15 გახდა, ხოლო უშუალოდ კომპანიის ღირებულებამ $623 515 600 900 მიაღწია.
რათა თვალსაჩინოთ ვნახოთ AAPL-ის აქციების კურსის აღმასვლა/დაღმასვლა, საჭიროა ვიხილოთ კურსის მერყეობის გრაფიკული გამოსახულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
თუ წარსულში კარგად ჩავეძიებით და 2000 წელში დავბრუნდებით, დავინახავთ, რომ AAPL-ის კურსი 4.5 წლის განმავლობაში $20-ზე მაღლა არ ასულა და მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო წონის მატება.
მაგრამ ყველაზე აქტიური ფაზა წელს დაიწყო. 2012 წლის თებერვლიდან ბაზარი აფეთქდა. ახალი iPad-ის პრეზენტაცია და შემდგომი არნახული წარმატება ნათლად აისახა Apple-ის აქციების კურსზე. ზაფხულში სიტუაცია ცოტათი დაცხრა.
და რას ვხედავთ ახლა? ახალი i-მოწყობილობების გამოსვლის თარიღის მოახლოებასთან ერთად საფინანსო ბაზარი იწყებს გაცხელებას და გაჰყავს Apple არა მარტო ყველაზე წარმატებული კომპანიების რეიტინგში, არამედ მას ხდის ყველაზე ძვირადღირებულსაც.
წყარო: Yahoo Finance