ანალიტიკოსი რომელიც ყველაზე იშვიათად ცდება პროგნოზებში, აცხადებს რომ 2020 წლის პირველ კვარტალში Apple-ი ახალ iPhone SE 2-ს წარმოგვიდგენს, რომლის ფასი 399 დოლარი იქნება.
ამას გარდა Kuo-მ მის მახასიათებლებზე ისაუბრა:
–– A13 პროცესორი 3GB RAM;
–– არ იქნება 3D Touch;
–– 64 და 128 გიგაბიტიანი ვერსიები;
— ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და წითელი;
ანალიტიკოსის აზრით, iPhone SE 2 ძალიან სწრაფად გახდება პოპიულარული, განსაკუთრებით მათთვის ვინც iPhone SE-ს მომხმარებლები იყვნენ.
მთავარი საიდუმლო რჩება მისი კამერა. როგორც იცით, როდესაც iPhone SE გამოვიდა მან მიიღო iPhone 6S-ის კამერა, რომელიც იმ დროისთვის საუკეთესო იყო. [MacRumors]