სანამ მსოფლიოში Apple-ის საცალო მაღაზიებთან მყიდველების უგრძელეს რიგებში დიდი ვნებათა ღელვა მძვინვარებს, სან-ფრანცისკოში სამმა ჯეელმა თავიანთი ჭკუით მარტივი გზა აირჩია.
iPhone X-ების პარტიის მაღაზიაში მიტანისას, ბოროტმოქმედებმა UPS-ის სატვირთო მანქანა გაძარცვეს. რამდენიმე წუთში მათ მოახერხეს 313 iPhone X-ის გამოზიდვა და მიმალვა.
ამ ფაქტის მოწმე — მხოლოდ ერთი მეეზოვე აღმოჩნდა, რომელმაც ძარცვის ყველა დეტალი დაინახა. დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციამ ზარალი 370000 დოლარით შეაფასა.
Apple-ისთვის ცნობილია მოპარილი აიფონების სერიული ნომრები, ასე რომ მათი გაყიდვის შანსი ნულისკენ მიისწრაფვის. მძრაცველები ჯერ დაკავებული არ არიან, მაგრამ პოლიცია დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია.
მიუხედავად ძარცვისა, Apple-მა პირობა დადო, რომ ყველას უზრუნველყოფს სმარტფონებით, ვინც კომპანიის საცალო მაღაზიაში აპირებს ახალი მოდელის შეძენას. აღნიშნული ინციდენტი ხელს არ შეუშლის გაყიდვებს.
წყარო: 9to5mac