უხვმოსავლიანი წელი იყო Apple-ისთვის, ცოტა არქაული ტერმინოლოგიით რომ ვიხელმძღვანელოთ. და ასევე საკმაოდ კარგიც. თუ რატომ, დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ. მე შევეცდები მიმოვიხილო გასული წლის 12 თვე და აგრეთვე ვივარაუდო, თუ რას უნდა ველოდეთ წლევანდელ, 2014 წელს. მაშ ასე, დავიწყოთ.
იანვარი
2013 წლის იანვარში Apple-მა გამოაცხადა, რომ პირველი საფინანსო კვარტალი ყველაზე წარმატებული იყო. შემოსავალმა 54,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ — 13,1 მილიარდი დოლარი. ამავე დროს ბირჟაზე აქციების ფასი დავარდა: ინვესტორები შეშფოთებული იყვენენ Apple-ის ზრდის ტემპების ვარდნით.
დაახლოებით იმავე დროს ქსელში აქტიურად მუსირებდა ჭორი იმის შესახებ, რომ კომპანია ბაზარზე გამოსატანად ბიუჯეტური iPhone-ს ამზადებდა. ანალიტიკოსთა აზრით, მოწყობილობის ფასი 100 დოლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და ძირითადად უნდა გასაღებულიყო განვითარებად ბაზრებზე. მაგალითად ჩინეთში. ტიმ კუკუ სწორედ იანვარში ეწვია ამ ქვეყანას და შეხვდა კავშირგაბმულობის უმსხვილეს წარმომადგენლებს.
თებერვალი
თებერვალი იმ ჭორების ტალღით დაიწყო, რომ Apple ამზადებს მაჯის საათს. ერთდროულად რამდენიმე წყარომ, მათ შორის The Wall Street Journal-მა და New York Times-მა განაცხადეს, რომ 100 კაციანი გუნდი მუშაობს ახალ პროდუქტზე და მისი სავარაუდო სახელწოდება იქნება iWatch.
კომპანიის ფასიანი ქაღალდები კვლავ მოექცა პრესის ინტერესის ქვეშ: ჰეჯ-ფონდის, Greenlight Capital-ის წარმომადგენელმა, დევიდ ეინჰორნმა Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა პრივილეგირებული აქციების გამოშვების დღის წესრიგიდან მოხსნა. აგრეთვე კომპანიის მფლობელობაში არსებული თავისუფალი 137 მილიარდის აქციონერებს შორის გადანაწილება. ჰეჯ-ფონდმა სასამართლო მოიგო. რითაც მოპასუხე ფრიად იმედგაცრულებული დარჩა და მოგვიანებით ამ ფაქტს „ყურადღების გადამტანი დარტყმა“ უწოდა.
მარტი
და აი, მოვიდა გაზაფხულიც. სწორედ მარტში გახდა ცნობილი, რომ ჯონათან აივი, Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დიზაინის სფეროში, დაკავდებოდა iOS-ის დიზაინის გადაკეთებით და რომ ახალი დიზაინი სავარაუდოდ „ბრტყელი“ გამოვიდოდა.
ამავე დროს შეიძინა Apple-მა კომპანია WiFiSlam, რომელიც შენობებს შიგნით სანავიგაციო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით იყო დაკავებული. სწორედ ეს ტექნოლგია დაედო საფუძვლად iBeacon-ს.
ამ თვის სხვა სიახლეებს შორის ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ამერიკელების საპროტესტო განწყობა, რომლებსაც არ მოეწონათ კონტრაქტით შეძენილი iPhone-ების განბლოკვის აკრძალვა. 114 ათასზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რითაც შეძლეს პრეზიდენტ ობამას დარმწუნება აღნიშნული აკრძალვის გაუქმებაზე.
ამის გარდა, მედია-საშუალებებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Apple აპირებს ახალი სერვისის, iRadio-ს გაშვებას და თავის მომავალ iPhone-ში თითის ანაბეჭდების ამომცნობი მოწყობილობის ჩამატებას.
აპრილი
ჩინეთის მთავრობა და მედია-საშუალებებმა უსაყვედურეს Apple-ს არასწორედ მომუშავე საგარანტიო მომსახურების გამო. ტიმ კუკმა ამჯობინა არ გაეფუჭებინა ურთიერთობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარზე, ბოდიში მოიხადა და „ათასი ყვავილის ქვეყნის“ მოსახელობას უკეთესი საგარანტიო პირობები შესთავაზა.
ამის გარდა, კომპანიამ გამოაქვეყნა მეორე ფინანსური კვარტლის შედგები: შემოსავალი — 43,6 მილიარდი დოლარი, წმინდა მოგება — 9,5 მილიარდი დოლარი. ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა შემოსავლებისა და მოგების ვარდნა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა აქციების ვარდნის პროცესი.
დაახლოებით ამავე დროს ქსელში გამოჩნდა iPhone 5C-ს პლასტიკატის კორპუსის პირველი ფოტოები. გამოსახულებებს თანსდევდა ჭორები იმის შესახებ, რომ კომპანია პირველდ თავის ისტორიაში ერთდროულად ორ მოდელს წარმოადგენდა პრეზენტაციაზე. ტიმ კუკმა ნაწილობრივ დაადასტურა ეს ინფორმაცია და მიანიშნა პროდუქტების ახალი ხაზის მალე გამოსვლაზე.
მაისი
მაისმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბებიდან, რომელიც ჩემს საყვარელ კომპანიას შეეხო, შემიძლია ავღნიშნო App Store-იდან 50 მემილიარდე ჩამოტვირთვა, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, ტიმ კუკთან 610 ათას დოლარად ღირებული ფინჯანი ყავის დალევა (თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა) და კომპანიის ხელმძღვანელის გამოსვლა აშშ-ს სენატის წინაშე ოფშორულ ზონებში არსებულ ანგარიშებზე ფულადი მასის შესახებ.
ივნისი
ივნისი, პირიქით, დათვირთული გამოდგა. WWDC (World Wide Developer Conference), ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერნცია Apple-ისათვის! კონფერენციაზე კომპანიამ წარმოადგინა თავისი განახლებული მობილური პლათფორმა (iOS 7 მართლაც განახლდა, რამაც საკმაოდ ხმამაღალი დებატები გამოწვია ინტერნეტში), ასევე გამოცხდდა ახალი სერვისის, iRadio-ს შესახებ (სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ უსმინოთ მუსიკას ხელმოწერის საფუძველზე).
აგრეთვე, ღონისძიების ჩატარებისას პუბლიკამ იხილა ახალი სამაგიდე საოპერაციო სისტემა OS X Mavericks, დაემშვიდობა საოპერაციო სისტემაში კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა სახელებს, შეაფასა ახალი Macbook Air-ები, Intel Haswell-ის ბაზაზე და გაოგნდა Mac Pro-ს ახალი, კოსმიური დიზაინით.
ივლისი
ივლისში სიახლე მოვიდა იქიდან, სადანაც არც კი ველოდებოდით — მოდის ინდსუტრიიდან: Apple-ში სამუშაოდ გადმოვიდა პოლ დენევი, კომპანია Yves Saint Laurent-ის ყოფილი ხელმძღვანელი. თუ კონკრეტულად რითი დაკავდა გამოცდილი მართველი „ერთი ხილის კომპანიაში“, ზუსტად ცნობილი არ არის: მხოლოდ ის გახლავთ ცნობილი, რომ ის მუშაობს კორპორაციის სპეციალურ პროექტებზე (სავარაუდოდ iWatch-ზე) და უშუალოდ ტიმ კუკს ექვემდებარება.
იმავე თვეში კომპანიამ გასული კვარტლის შედეგების შესახებ გვაიმბო: შემოსავალი — 35,3 მილიარდი დოლარი, წმინდა მოგება — 6,9 მილიარდი დოლარი.
Apple აგრეთვე ერთ სკანდალში გაეხვა, რომელიც პროგრამა PRISM-თან არის დაკავშირებული. გამოირკვა, რომ აშშ-ს სპეცსამსახურებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ მომხმარებელთა მონაცემებზე Microsoft-ის, Yahoo-ს, Google-ისა და Apple-ის სერვერებზე. თუმცა ყველა ზემოჩამოთვლილმა კომპანიამ იუარა ეს ინფორმაცია.
აგვისტო
შემოდგომის დადგომამდე ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ iPhone 5S ოქროსფერი გამოვიდოდა. ამავდოულად დიდ ეკრანებზე გამოვიდა ახალი მხატვრული ფილმი, JOBS, რომელმაც არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისა და მაყურებლებისაგან.
აგრეთვე აგვისტოში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა შეხვდა Apple-ის, AT&T-ის, Google-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს მომხმარებელთა პირადი მონაცემების შესახებ და ეროვნული უშიშროების სააგენტოს ქმედებებთან დაკავშირებით. ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, კონკრეტულად რა ისაუბრეს ძლიერთა ამა ქვენისათა.
სექტემბერი
სექტემბერი მოლოდინის დასასრულის თვე გახდა. მომხმარებლებმა და ექსპერტებმა როგორც იქნა იხილეს ახალი iPhone. უფრო სწორედ, ორი iPhone. კომპანიამ გვიჩვენა სიახლეები — სოლიდური iPhone 5S (ფლაგმანი) და პლასტიკური iPhone 5C, ძირითადად ახალგაზრდებზე ორიენტირებული. iPhone 5S-მა დიდი ყურადღება მიიპყრო, პირველ რიგში 64-ბიტიანი პროცესორით და თითის ანაბეჭდების სკანერით. iPhone 5C გამოირჩეოდა ფერადი, პლასტიკური კორპუსებით. გაყიდვების სტარტი მშვენიერი გამოდგა: პირველი შაბათ-კვირის განმავლობაში 9 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
ასევე გამოცხადდა მობილური საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის, iOS 7-ის გამოსვლის შესახებ. მეშვიდე ვერსიაში მომხმარებელმა განახლებული დიზაინი და რამოდენიმე დამატებითი შესაძლებლობა მიიღო.
ოქტომბერი
ოქტომბერში ცნობილი გახდა კიდევ ერთი მიშვნელოვანი დანშვნის შესახებ — ანჯელა არენდსი, Burberry-ის ხელმძღვანელი (მოდის მიმდევრებს უთუოდ ეცოდინებათ ეს სახელი), Apple-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა და გაყიდვების მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. პრესამ არა მარტო უყურადრებოდ არ დატოვა ეს სიახლე, არამედ ისიც ივარაუდა, რომ ქალბატონი ქრენდსი შესაძლოა ტიმ კუკის შეცვლელადაც კი მოგვევლინოს უახლოეს პერიოდში.
თუმცა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. თვის სიახლედ იქცა ახალი iPad-ების ანონსი — iPad Air-ისა და iPad Mini-ს Retina-ეკრანით. iPad Air — 9.7 დუიმიანი აიპედების შემდგომი, ლოგიკური გაგრძელებაა. კიდევ უფრო თხელი კორპუსით (7.5 მმ) და შემცირებული წონით, აგრეთვე ახალი პროცესორით A7. ამ დროს iPad mini ერთწლიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ღებულობს რეტინა-ეკრანს.
ამავე თვეში ბაზარზე გამოვიდა Apple-ის სამაგიდე საოპერაციო სისტემის განახლება, OS X Mavericks. რაც საინტერესოა, ამიერიდან ის უფასოა.
როგორც ყოველთვის, კვარტლის დასასრულს, მივიღეთ ინფორმაცია ფინანსური შედეგების შესახებ: მეოთხე კვარტლის შემოსავალი 36 მილიარდი დოლარი გახლდათ, წმინდა მოგება — 8,2 მილიარდი.
ნოემბერი
ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ Samsung-სა და Apple-ს შორის მიმდინარე ხანგძლივი სასამართლო დაპირსპირება ამ წელშიც გადმოვიდა — შედგა მეორე სასამართლო მოსმენა, რომელის შედეგად Apple დამატებით 290 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. და ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის ამ საქმეში.
ასევე, Apple განაგრძობდა თავდასხმების მოგერიებას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან დაკავშირებულ სკანდალში. კომპანიამ გამოაქვეყნა ანგარიში სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები სხვადასხვა სახელმწიფოებიდან იყო, ლიდერი ამ სიაში აშშ გახლდათ.
სახელმწიფოს ცნობისმოყვარეობას Apple დიდად რომ არ აკმაყოფილებს, უკვე მივხვდით, სამაგიეროდ საკმაოდ ბევრს გვიყვება კომპანიის პრიორიტეტების შესახებ. ტიმ კუკმა პირველად დაწერა სვეტი The Wall Street Journal-ში, მკითხველს გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები სამსახურის მიღებისას დისკრიმინაციის შესახებ და მოუწოდა სახელმწიფოს ადამიანების მიმართ არატოლერანტული მობყრობის კანონმდებლობით აკრძალვა.
დეკემბერი
ამ თვეში, კომპანიამ გააქტიურა სერვისი iBeacon 254 მაღაზიაში, დაიწყო Mac Pro-ს გაყიდვები, გააფორმა ხელშეკრულება China Mobile-თან, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უმსხვილესი მობილური ოპერატორია და 760 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. სწორედ ეს მომწოდებელი გაყიდის Apple-ის მოწყობილობებს ჩინეთის ტერიტორიაზე.
აგრეთვე დეკემბერში ინტერნეტში გამოჩნდა iOS 7-ის ჯეილბრეიკის შესაძლებლობა (მეთოდი, რომლის გამოყენებით შესაძლებელი ხდება iOS-მოწყობილობაზე მრავალი ცვლილების შეტანა, მწარმოებლის აკრძალვების გვერდს ავლით). ეს მეთოდი ნელ-ნელა კარგავს პოლულარობას, თუმცა მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი კვლავაც აქტიურად იყენებს მას.
როგორც ხედავთ, 2013 წელიც Apple-ისთვის საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი გამოდგა. იმედს ვიტოვებ, რომ ახალ, 2014 წელს ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო პროდუქტსა, თუ სერვისს მივიღებთ ჩვენი საყვარელი კომპანიისგან!