ბოლო დრომდე Apple-ის მზიური ფერმის შესახებ, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში არის განთავსებული, თითქმის არაფერი არ იყო ცნობილი: მიწის სამი ნაკვეთი, საერთო ფართობით 700 ათასი კვადრატული მეტრი — აი, მხოლოდ ეს. დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, როდესაც Apple-მა თავის ეკოლოგიურ გვერდზე გამოაქვეყნა დამატებითი ინფორმაცია.
— ენერგოცენტრის რეალური ფართობი 100 აკრს (დაახლოებით 400 ათასი კვადრატული მეტრი) შეადგენს. ამ ფართობზე წლიურად გამომუშავდება 42 მილიონი კილოვატი ეკოლოგიურად სუფთა ენერგია.
— მზის ენერგოცენტრით ეკოლოგიური პროექტები არ ამოიწურება და მშენებლობის რიგში შემდეგი გახლავთ „საწვავზე მომუშავე ელემენტებიანი ავტონომიური ელექტროსადგური“. საპროექტო სიმძლავრე 5 მეგავატი ექნება და ყოველწლიურად 40 მილიონ კილოვატ ელეტროენერგიას გამოიმუშავებს, ამავდროულად ის ეკოლოგიურად სუფთა ბიოგაზს გამოიყენებს ამისათვის.
წყარო: Apple Insider