ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Apple-ის მაღაზიების ძარცვის რაოდენობა საგანგაშოდ გაიზარდა. Apple Store-ებს უკვე კვირაში რამდენჯერმე ძარცვავენ.
ამჯერად პოლო-ალტოში — სადაც თავად სტივ ჯობსი დიდი ხანი ცხოვრობდა, Apple Store-ში 12 საათის განმავლობაში ორჯერ შეიჭრნენ.
პოლიციის თქმით, პირველი თავდასხმა საღამოს 7 საათისთვის განხორციელდა. მძარცველებმა რამდენიმე წუთში 57 ათასი დოლარის ტექნიკა წაიღეს. მძარცველებმა ადგილის დატოვება რამდენიმე მანქანის დახმარებით დროულად შეძლეს.
შემდეგ უკვე დილით, დაახლოებით 5 საათსა და 50 წუთზე ერთ-ერთმა გამვლველმა შეამჩნია რომ Apple Store-ის მინის კარი შემტვრეული იყო. აღმოჩნდა რომ მძარცველებმა ამჯერად 50 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა წაიღეს.
ეს სწორედ ის მაღაზიაა, რომელშიც ტიმ კუკი იყო მისულა და ახალი iPhone-ების გაყიდვების დაწყება აღნიშნა.
პოლიციელები ამ დრომდე ცდილობენ, რომ მძარცველების გზას მიაგნონ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. [9to5mac]