ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული პრობლემების ფონზე, კომპანიების ზარალი შედარებით მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ ეს არის ყველაზე ცუდი პირველი კვარტალი — გიგანტი IT კომპანიებისათვის. საყოველთაო პესიმიზმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ეს „თავხედური“ და „დამამცირებელია.“ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა, ხალხი კვლავ ინფიცირდება და იღუპება.
ამ დეტალებს ის ფაქტიც ემატება, რომ ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყანაში, 19 მაისს Apple Store განაახლებს მუშაობას. ქალაქ ვენეციაში, 3 დღეში Apple Store Nave de Vero გაიხსნება და ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით იმუშავებს.
2008 წელს, Google-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ერიკ შმიდტმა იმ დროინდელ 4 წამყვან IT კომპანიას „ოთხეულთა ბანდა“ უწოდა. მისი განმარტებით, მათთან Google-ს საერთო არაფერი ჰქონდა.
„ისინი ინტერნეტში, სამომხმარებლო რევოლუციის უკან დგანან. იჭრებიან კონფიდენციალურობაში და ანადგურებენ სამუშაო ადგილებს“ — თქვა შმიდტმა.

Apple-ის აქციების ფასი 2020 წლის მაისში
2020 წლის მაისის მესამე კვირაში, ძალიან წარმატებული მოხსენებები გამოქვეყნდა. ოთხი ლიდერის მაჩვენებლები საფონდო ბირჟაზე გაიზარდა. ამ ოთხ კომპანიაში ამჯერად Apple, Amazon-ი, Microsoft-ი და Alphabet (Google) იგულისხმება. მარტში, აქციების სწრაფი ვარდნის შემდეგ ანალიტიკოსები მოსალოდნელ კოლაფსს წინასწარმეტყველებდნენ. ოთხივე კომპანიამ, თითქმის სრულად დაიბრუნდა დაკარგული პოზოციები.
მაგალითად, Apple-ის აქციები 11 მაისს თავის ისტორიულ შედეგთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო, რამდენიმე წუთის განმავლობაში 317 დოლარს შეადგენდა. (ისტორიული მაქსიმუმი 327.85 დოლარია, რომელსაც ამ წლის 12 თებერვალს მიაღწია) შეგახსენებთ რომ 23 მარტს, აქციის ფასი წელს ყველაზე დაბალი იყო (224.37 აშშ დოლარი).

თუმცა, ვნახოთ როგორ შეიცვლება სიტუაცია, დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული გადაწყვეტილების შემდეგ. მისი თქმით შეერთებულ შტატებს გარეთ წარმოებულ პროდუქტებზე გადასახადები უნდა გაიზარდოს. გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ტიმ კუკი ჯერჯერობით აფერხებს.