Canalys-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში iPhone-მა გლობალურად სმარტფონების მიწოდების 22% შეადგინა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაღალი მოთხოვნაა iPhone 13-ს ხაზზე, რომელიც 2021 წლის სექტემბერში წარმოგვიდგინეს.
ამან Apple-ს საშუალება მისცა სმარტფონების ყველაზე დიდი მწარმოებლების რეიტინგში პირველი ადგილი დაეკავებინა. Apple-ის შემდეგ Samsung-ია 20%-იანი წილით, შემდეგ მოდის Xiaomi (12%), OPPO (9%) და vivo (8%).
რაც შეეხება ზოგადად სმარტფონების ბაზრის წილს, წინა წელთან შედარებით იგი მხოლოდ 1 პროცენტით გაიზარდა.
