Apple-ის ვებ-გვერდზე კვლავ არ არის AirTag-ი — საძიებო მოწყობილობა, რომელზეც თითქმის 2 წელია იწერება რომ Apple-ი მალე გამოუშვებს. ამასობაში, როგორც Samsung-ს ჩვევია, ჩართო განგაშის სისტემა და სასწრაფოდ Galaxy SmartTag Plus-ი წარმოადგინა. Apple-ი დამარცხებულია და შერცხვა? არა, პირიქით. როგორც ჩანს მთელი ეს AirTag-ის ეპოსი რომელიც 2 წელი გაგრძელდა, უპრეცედენტო დეზინფორმაცია და კონკურენციის ხრიკია. თუმცა, Apple-ისგან რასაც ველოდებოდით, იმაზე გაცილებით მეტს, სხვა ფორმით და უფრო საინტერესოდ მივიღებთ.
ამ სისტემას Apple-ის მომხმარებლები Find My-ს საშუალებით მივიღებთ, რომელიც მესამე მხარის მიერ MFi პროგრამის მეშვეობით განხორციელდება. ეს სისტემა შეუდარებლად უფრო მაგარი იქნება ვიდრე Galaxy SmartTag Plus-ია.
მაგალითად, VanMoof-ის ელექტრო ველოსიპედები Find My-სთან უკვე მუშაობს.
გემუგის ჯგუფში და ჩვენს პოდკასტებში ბევრჯერ გვიხსენებია რომ Apple-ის სიახლეებზე დაწერილი ჭორები, ხშირად კონკურენტების მოსატყუებელი სტატიებია, ახლა თქვენ ერთ-ერთი მათგანის მომსწრე ხართ.
სასიამოვნო კვირას გისურვებთ – GeMUG-ის გუნდი.