Apple-მა გამოუშვა განახლებული 13 დიუმიანი MacBook Pro.
ახალ MacBook-ს აქვს Magic Keyboard-ი, რომელიც უკვე აქვს 16″ MacBook Pro-სა და 2020 წლის MacBook Air-ს.
Apple-მა ასევე დახვეწა ისრის ღილაკები და დაუბრუნდა T ფორმის განლაგებას.

ახალი MacBook Pro-ს საბაზისო მოდელი აღჭურვილია 256GB SSD-თი. წაკითხვის სიჩქარე 3GB/წმ-მდე. კონფიგურაციებში შეგიძლიათ გაზარდოთ 4TB-ამდე.
ყველაზე ძვირადღირებული მოდელი აღჭურვილია 16-დან 32GB RAM-ამდე LPDDR4X ფორმატით და 3733 MHz სიხშირით.
ყველაზე იაფიან მოდელში ისევ არის მე-8 თაობის ინტელის ჩიპი, ხოლო მე-10 თაობის ახალი ჩიპი დამონტაჟებულია მხოლოდ ძვირადღირებულ კონფიგურაციებში:

შეძენა უკვე შესაძლებელია https://www.apple.com/macbook-pro-13/