Apple-მა ოფიციალურად ინტერნეტ მაღაზიაში Apple Watch-ის Refurbished ვერსიების სექცია დაამატა. ეს სიახლე ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან Apple Watch-ის მესამე სერია ახლახანს, 2017 წლის შემოდგომაზე ვიხილეთ.
აღდგენილ ვერსიებში GPS-ის მხარდაჭერიანი მოდელიც შეინიშნა, მაგრამ არ არის LTE-ის ვერსია. ამ ფაქტზე Apple-ის მომხმარებლები დიდ ინტერესს გამოხატავენ, რადგან პროდუქტის ყიდვა 50 დოლარიანი ფასდაკლებით შეიძლება, რაც პროდუქტის ფასის 13-15 პროცენტია.
Refurbished ვერსიები ჯერჯერობით არ არის მაღაზიებში, მაგრამ მათი შეძენა Apple Store-ის აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია.