გახსოვთ ალბათ სტატია — სადაც სხვა და სხვა კომპინენტებში iPhone-ებსა და Samsung Galaxy S9-ს ადარებდნენ. იმ რეზულტატების მიხედვით, სამხრეთ კორეული კომპანიის ახალი სმარტფონი — ტენიანობის თვალსაზრისით უფრო გამძლე აღმოჩნდა. დღევანდელი სიახლე iPhone-ის ტენიანობის მხრივ დაცულობას შეეხება.
როგორც გამოცემა Times-ი იტყობინება, Apple-მა კომპანია Wistron-ის საშუალებით iPhone 8 Plus-ის წარმოება შეწყვიტა. როგორც ჩანს, სმარტფონის ამწყობი კომპანიის თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, არასწორი კომპონენტების გამოყენებისთვის დააჯარიმეს.
ჟურნალისტები, რომლებმაც ინციდენტის შესახებ შეიტყვეს, არ ასახელებ ზუსტ დროს თუ როდის დაფიქსირდა Apple-ის სტანდარტების დარღვევა. აქედან გამომდინარე, არსებობს ინფორმაციაც, რომ iPhone 8 Plus-ს ჰქონდა ტენიანობისგან არასაკმარისი დაცვის შესაძლებლობა.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ იძულებითი პაუზით iPhone 8 Plus-ის მიწოდების სიჩქარის შენელებით, კომპანიას პრობლემები არ შეექმნება, რადგან Apple-ის მთავარი პარტნიორი Foxconn-ია — Foxconn-ის დახმარებით დაახლოებით iPhone-ების 80 პროცენტი იწარმოება.
Apple-ისთვის Wistrol-თან პარტნიორობის გაწყვეტა პრობლემატური არ აღმოჩნდა.