მეოთხე კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე, Apple-ს შეუძლია ამოისუნთქოს. სმარტფონების მიწოდების მოცულობით კომპანიამ შეძლო მისი მთავარი კონკურენტის, Samsung-ის გზიდან ჩამოშორება.
ამგვარად, Apple კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების მოცულობით.
2017 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ გაყიდა 77.3 მლნ ცალი სმარტფონი, რაც ბაზრის 19.2%-ს შეადგენს. Samsung-ის გაყიდვები ნაკლებია, იგივე პეიოდში კომპანიამ 74.1 მლნ ეგზემპლარი გაყიდა (ბაზრის წილი 18.4%).
ბოლო 12 თვის განავლობაში Apple ფეხდაფეხ მიჰყვებოდა კონკურენტს, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე რჩებოდა. და აი ბოლო კვარტალში მოხდა გაყიდვების დრამატული ზრდა, რაც დაკავშირებულია ბაზაზრზე iPhone X-ის გამოჩენით. 2011 წლიდან ეს პირველი შემთხვევაა გაყიდვების გარღვევის.
ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ხუთეულში წარმოდგენილი არიან აგრეთვე Huawei, Xiaomi და Oppo. 2017 წელს მსოფლიოში 1.47 მლრდ. სმარტფონი გაიყიდა. Samsung-მა გაყიდა 317.3 მლნ., Apple-მა — 215.8 მლნ. მესამე ადგილზე Huawei-ა, ბაზრის წილის 10.4%-ით.
წყარო: IDC