აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისმა Apple-ს პატენტი მთლიანად შუშის Apple Watch-ისთვის, iPhone-ისთვის და Mac Pro-სთვის მიანიჭა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, iPhone-ის შუშის კორპუსი გულისხმობს ეკრანის გამოყენებას ყველა მხრიდან.
არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება აბსოლუტურად სრულად შუშის Apple Watch-ი. რაც შეეხება Mac Pro-ს, ამ შემთხვევაში შუშის კორპუსი ალბათ უბრალოდ დიზაინის ნაწილია. საინტერესოა გამოიყენებს თუ არა Apple-ი ამ პატენტებს რეალურად პროდუქტებში. [Patently Apple]