GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple-მა ყველას აჯობა — iPhone 14-ის დიზაინი უნიკალური იქნება

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
15/01/2022
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თავდაპირველი ჭორები მიუთითებდნენ რომ iPhone 14-ი წინა კამერისთვის მრგვალ კუნძულს მიიღებდა. თუმცა ამის დაჯერება ძნელი იყო, რადგან მაშინ Apple-ს მოუწევდა საერთოდ გაექრო Face ID ან სენსორები ეკრანის ქვეშ განეთავსებინა. ამაზე სხვა მწარმოებლების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ეს თითქმის შეუძლებელია დღევანდელ რეალობაში.

ამის შემდეგ გამორჩეულმა ინსაიდერებმა მალევე დაამშვიდეს ყველა და თქვეს, რომ სახის ამოცნობა არსად წავა და ხვრელი მრგვალის ნაცვლად, ოვალური იქნება. მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ სენსორების მთელი ნაკრები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. თუმცა, როგორც გაირკვა, Apple-ს სხვა გეგმები აქვს.

iPhone 14-ის დიზაინი

ცნობილი ანალიტიკოსის როს იანგის თქმით, რომელსაც აქვს წვდომა Apple-ის მიმწოდებლებთან, iPhone 14-ის ეკრანის ჭრილი ერთდროულად ოვალურიც და მრგვალიც ექნება. ოვალურ ჭრილში განთავსდება Face ID-ს სახის ამომცნობი სენსორები, ხოლო მომრგვალებულში განთავსდება წინა კამერა. ამრიგად, Apple-ი ერთი ქვით ორ ფრინველს მოკლავს.

ამ გადაწყვეტილებით პირველ რიგში Apple-ი შეინარჩუნებს ბოლო iPhone-ების შესაძლებლობებს. (მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთს Touch ID-ს დაბრუნება უნდოდა), სინამდვილეში თითის ანაბეჭდის სკანირება ნაკლებად წარმატებული და სრულყოფილი ტექნოლოგიაა, ვიდრე სახის ამოცნობა.

და მეორე, Apple-ს ასეთი ქმედება შესაძლებლობას მისცემს რომ შეინარჩუნოს iPhone-ის უნიკალურობა. და ჩვენ ისევ დაველოდებით ვინ გაიმეორებს პირველი იგივეს, Samsung-ი?

Tags: Apple
Previous Post

Bloomberg: Apple-მა სათვალეების გამოშვება შესაძლოა 2023 წლამდე გადადოს

Next Post

Apple-ის სათვალე 2000 დოლარი ეღირება

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
Apple-ის სათვალე 2000 დოლარი ეღირება

Apple-ის სათვალე 2000 დოლარი ეღირება

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG