Apple-მა რუსული ინტერნეტ-მაღაზიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მიზეზი, ეფლის სავაჭრო ნიშნის უკანონოდ გამოყენებაა, – ამის შესახებ rbc წერს. კორპორაცია Apple-ი, სარჩელის მიხედვით, 16,5 მილიონ რუბლს ითხოვს. ექსპერტების ინფორმაციით, რუსეთში 400 ინტერნეტ-მაღაზიაა, რომლებიც სიტყვა apple-ს უკანონოდ იყენებენ. სარჩელი, Apple,iPad და iPhone-ის სავაჭრო ნიშნებს ეხება, წერს კომერსანტი. ეფლის სავაჭრო ნიშნისა და ინტელექტუალური საკუთრების, სხვა ინტერნეტ-მაღაზიებსა და საიტების გვერდებზე გამოყენებისთვის, ამერიკული კორპორაცია, მოპასუხეებისგან 16,5 მილიონ რუბლს ითხოვს.
ეფლმა შემდეგ დომენებს უჩივლა: apl-msk.ru, apples-msk.ru, apple-msk.ru, apple.msk.ru, applemsk.ru, apples.msk.ru, applesmsk.ru. ჩამოთვლილი დომენების ადმინისტრატორად, ივან ნემკინი სახელდება. ეფლის წარმომადგენელმა კომენტარზე უარი განაცხადა. ნემკინი ადასტურებს, რომ კორპორაცია ეფლი, სასამართლოთი 16,5 მილიონ რუბლს ითხოვს. ���ვან ნემკინი აცხადებს, რომ დომენები, ინტერნეტ-მაღაზიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით გააკეთა. “ახლა ყველაფრის დარეგულირებას ვცდილობ და ინტერნეტ-მაღაზიების იურიდიულ მისამართებზე უკვე გავაგზავნე წერილები”, – აცხადებს ივან ნემკინი.