როგორც Apple-ის Hardware ტექნოლოგიების განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანი პროექტია.
წელს ჩვენ ფიჭური მოდემის შემუშავებისთვის მუშაობა დავიწყეთ, რაც საშუალებას მოგვცემს სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი გადავდგათ.
ჯონი სრუჯი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, Apple Hardware
სრუჯიმ ასევე თქვა რომ 2019 წელს Intel-ის მოდემის განყოფილების შეძენით კარგი და გამოცდილი გუნდი შექმნეს. მოდემი სავარაუდოდ 1 წლის შემდეგ იქნება მზად.
Apple-ი საკუთარ მოდემს iPhone-ში, Apple Watch-ში, iPad-სა და სხვა მომავალ ფიჭურ მოწყობილობებში გამოიყენებს. [Bloomberg]