iPhone-ს მწარმოებელმა, ამერიკულმა Apple-მ მთავარ კონკურენტს Samsung Electronics-ს საპატენტო განხილვაში აპელაცია მოუგო. გამორიცხული არ არის, რომ კორეულ კომპანიას მოუწიოს გადახედოს საკუთარი სმარტფონების მთელ რიგ საკამათო ფუნქციებს, ან თუნდაც უარი თქვას მათზე. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ კალიფორნიული ფირმის სასარგებლოდ განაჩნი გამოიტანა. დოკუმენტის თანახმად, Apple-ს უფლება აქვს აკრძალოს Samsung-ის მოწყობილობის ზოგიერთი ფუნქცია, რომლებიც არღვევენ Apple-ს პატენტს.
შეგახსენებთ, რომ საპატენტო დავა Apple-სა და Samsung-ს შორის 2011 წელს დაიწყო, როდესაც სტივ ჯობსის კომპანიამ პირველმა გამოაცხადა ”ომი”, იგი ამტკიცებდა, რომ Samsung-მა სრულად გადაიღო iPhone-ეს დამზადების ტექნოლოგია და დიზაინი, რომელიც 2007 წელს წარმოდგენილი იყო დაპატენტებულ ტექნოლოგიასა და დიზაინერულ გადაწყვეტილებასთან ერთად. ამ პატენტებს შორის არის ეკრანის განბლოკვა, მასზე თითების მოძრაობით slide to unlock.
გარდა ამისა,სარჩელში მითითებულია პატენტი – მონაცემთა ავტომატურ ძიებაზე,რომელიც მოიცავს მათ შორის მაგალითად ტელეფონის ნომრის განათებას ელექტონულ წერილში მისი აღმოჩენის შემთხვევაში,ასევე შეყვანისას ავტომატური კორექციის სისტემას.
მიუხედავად იმისა, რომ Samsung-მა ბაზარზე შეინარჩუნა ერთერთი წამყვანი ლიდერის პოზიცია, ბოლო დროს საქმეები არც თუ კარგად მიდის. მოგება ეცემა, სმარტფონების სუსტი გაყიდვის გამო 2015 წლის აპრილ-ივნისში Samsung-ის წმინდა მოგებამ შეადგინა 5,8 ტრილიონი ვონი(დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი) რაც 8%-ით ნაკლებია ვიდრე ერთი წლით ადრე. კომპანიის მოგება ზედიზედ მეხუთე კვარტალია ეცემა. საოპერაციო მოგება წლიური განაკვეთით შემცირდა 4%-ით 6,9 ტრილიონი ვონი (5,9 მილიარდი დოლარი) ხოლო გაყიდვები 7%-ით 48,5 ტრილიონი ვონი (41,6 მილიარდი დოლარი).