Apple-მა მესამე ფისკალური კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. Apple-ის მესამე კვარტალი აპრილის, მაისის და ივნისისგან შედგება.
ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ ტრადიციულად ახალი რეკორდი დააფიქსირა და ამ წლის მესამე კვარტლის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 36%-თ გაზარდა. ერთი წლის წინ ამ კვარტალში შემოსავალი 51,9 მილიარდი დოლარი იყო, ახლა კი 83,43 მილიარდი დოლარია.
სუფთა შემოსავალი 21,74 მილიარდი დოლარია, ხოლო მოგება 1 აქციაზე — 1,30 დოლარი.