Apple–მა გასული 2020 წლის პრეზენტაციაზე წარმოგვიდგინა iPhone 12 Mini და დაიპყრო იმ მომხმარებლების გული, ვისაც მცირე ზომის ეკრანის მქონე ტელეფონები მოსწონს. მოდელი 5.4″ ინჩის ზომისაა, იწონის 135 გრამს. Super Retina XDR OLED ეკრანის და A14 Bionic პროცესორის მქონე აიფონს მალე წარმოების შეწყვეტა ელოდება.
როგორც AppleInsider–ის სტატიაში ვკითხულობთ, JP Morgan–ის ანალიტიკოსმა William Yang-მა თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, ეფლმა შეიძლება 12 Mini-ს წარმოების რიცხვი 11 მილიონით შეამციროს წლის პირველ კვარტალში, ხოლო მეორე კვარტალში მოსალოდნელია ამ მოდელის წარმოების სრულად შეწყვეტა. იანგმა ასევე განაცხადა, რომ კუპერტინოს ბაზაზე დაფუძნებულმა ტექნიკურმა გიგანტმა შესაძლოა შეამციროს iPhone 12-ის წარმოების რაოდენობა, თუმცა 2021 წლის პირველ ნახევარში ააწყობს უფრო მეტ iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max-სს, რომელ მოდელებზეც ბევრად მეტია მოთხოვნა.
Consumer Intelligence Research Partners (CIRP) ანალიზში ვკითხულობთ, რომ 5.4″ ინჩიანი მინი ტელეფონის გაყიდვებს სულ რაღც 6% უკავია, მაგრამ ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ iPhone 12 Mini 2020 წლის ნოემბრის თვიდან იყო ხელმისაწვდომი. საბოლოოდ Apple-მა შესაძლოა კვლავ გაუშვას iPhone 12 Mini მოდელის პროდუქციის წარმოება მისი შეწყვეტის შემდეგ. მაგრამ მათი მოთხოვნების შემცირება შემაშფოთებელი ნიშანია კომპაქტური ფლაგმანებისთვის, რაც დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნებში. შეგახსენებთ რომ კომპანიას უკვე აქვს “პატარა” ტელეფონი iPhone SE–ს სახით.
წყარო : thenextweb.com