Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი, Angela Arendts-ი კომპანიას ამ წლის აპრილში დატოვებს. იგი კუპერტინოში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ დროის განმავლობაში მან მოახერხა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანზღაურებადი თანამშრომელი გამხდარიყო. იგი 2018 წელს ორჯერ უფრო მაღალ ხელფასს იღებდა ვიდრე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი — Tim Cook-ი. Arendts-ის განთავისფულების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Burberry-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2014 წელს მიიღო. იგი ასევე Liz Claiborne-ში და Donna Karan International-ში მუშაობდა. სწორედ ამხელა გამოცდილება იყო Apple-ისა და ტიმის მხრიდან ინტერესი. ზოგიერთის მოსაზრებით, Apple-ი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჭკვიანი ტანსაცმლის წარმოებასაც აპირებდა.