პროდუქტები რომლებსაც ამ ღონისძიებაზე ვერ ვიხილავთ — ანალიზს Bloomberg-ი აკეთებს.
ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ Apple ბევრ პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრებს და აუდიტორიის ახალი მაკბუკისა და აიპედის გარეშე დატოვებაც წარმოუდგენელია.
შარშანდელ WWDC 2017-ზე Apple-მა განაახლა 12.9 დიუმიანი iPad Pro და ამავე დროს 10.5 დიუმიანი ტაბლეტი გაგვაცნო.
Apple-ი მუშაობას MacBook Pro-სა და iPad Pro-ს განახლებაზე — ორივე ხაზი აღჭურვილი იქნება Intel-ის პროცესორებით. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს განაახლოს ალტერნატიული ხაზი MacBook Air-ის სახით. ასევე სავარაუდოა, რომ iPad Pro-ს ექნება Face ID-ის ტექნოლოგია. ეს ყველაფერი ნაკლებად სავარაუდოა, რომ WWDC 2018-ის ღონისძიებაზე იყოს, მაგრამ ამ წლის ბოლომდე აუცილებლად იქნება.
ანალიტიკოსების განცხადებით, WWDC 2018-ზე ძირითადად ტექნიკური სიახლეები იქნება და შესაძლებელია დიდ ეკრანიანი Apple Watch-ის ახალი ვერსიაც ვიხილოთ.
წყარო: 9to5mac