მას შემდეგ რაც Apple-ის სკანდალური ამბავი, iPhone-ის ხელოვნურად შენელებასთან დაკავშირებით გავრცელდა — კუპერტინოელებმა გადაწყვიტეს ყველა იმ მომხმარებელს ვისაც პრობლემა შეექმნა მოწყობილობის შენელებასთან დაკავშირებით, შეეთავაზებინათ ბატარეის დაბალ ფასში გამოცვლა. მიუხედავად ამისა, ბევრი მომხმარებელი ამ მაცდური შემოთავაზებით არ დაკმაყოფილდა.
მოკლედ, Apple-ი იძულებული გახდა უამრავი მომხმარებლისათვის ბატარეა გამოეცვალა.
პროცესის დაჩქარების მიზნით, კომპანიამ კონტრაქტორებს მიმართა, რომლებიც ახლა Apple-ის საცალო მაღაზიებში იმუშავებენ და პასუხისმგებლები იქნებიან iPhone-ის აკუმულატორის გამოცვლაზე.
Apple განსაკუთრებულად ამზადებს ყველა არსებულ პერსონალს და ამის შემდეგ აგზავნის ახალ სპეციალისტებს.
ცოტა ხნის წინ გამოცემა 9to5mac-მა მის მკითხველთა შორის ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ იანვრიდან მათი მომხმარებელთა 50%-მა მოითხოვა აკუმულატორის გამოცვლა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ Apple-ის ამ პროგრამით ბევრმა მომხმარებელმა დაზოგა 50$ და ბატარეის გამოცვლა 30 დოლარში მოახერხა.