Apple-ი უახლოეს თვეებში მომხმარებლებს უფლებას მისცემს, რომ თავიანთი ყველა პირადი ინფორმაცია წაშალონ, რომელიც კომპანიას აქვს — იუწყება Bloomberg-ი.
Apple ID-ის ვებ-გვერდს ექნება გამორჩეულია თვისება, რისი საშუალებითაც მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კომპანიის სერვერებზე არსებული ინფორმაციის ასლი გადმოწერონ.
შეგეძლებათ შეცვალოთ თქვენი მონაცემები და ასევე გააუქმოთ ან საერთოდ წაშალოთ თქვენი მთლიანი ანგარიში. აქამდე კი მონაცემების შეცვლა და მართვა, მხოლოდ Apple-ის მოთხოვნების შემდეგ შეიძლებოდა.
კომპანიამ განმარტა, რომ ცვლილებები შემოტანილია ევროკავშირის მონაცემთა გენერალური მარეგულირებელის დებულების მიხედვით, რომელიც მიღებულია 2015 წლის დეკემბერში. ეს ყველაფერი ძალაში კი 2018 წლის 25 მაისს შევა.
როგორც უკვე დავწერეთ, ამას გარდა Apple-მა უკვე დაამატა iOS 11.3-ში ახალი რეგულაცია, რომელიც ასევე პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას შეეხება.
Bloomberg-მა აღნიშნა, რომ Apple-მა დაცულობის რეგულაციები და მნიშვნელოვანი საკითხები Facebook-ის სკანდალის ფონზე გააძლიერა. მარტის შუა რიცხვებში “New York Times”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბრიტანული კომპანია “Cambridge Analytica” Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებელის პირად ინფორმაციას უკანონოდ იყენებდა.
კომპანიამ მიღებული ინფორმაცია დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბბინაში და ბრაზილიის ორგანიზაციის მხარდამჭერთა ინტერესებისათვის გამოიყენა.
28 მარტს Facebook-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პარამეტრებში დაამატებს პირადი ინფორმაციის წაშლის ფუნქციას.
წყარო: Bloomberg