Apple Park-ის გახსნა, როგორც მთლიანად Apple-ის Campus-ი აპრილის ბოლოს უნდა გაიხსნას. შესაბამისად Apple-ის თანამშრომლები უკვე ემზადებიან ახალ შენობაში გადასასვლელად, რაც ძალიან უხარიათ. ახალ ვიდეოში უკვე არა მხოლოდ ზევიდან, არამედ კადრები გვაქვს შიგნიდან, რაც დიდი ხანია გვაინტერესებს.
ახალი ვიდეობიდან და ფოტოებიდან უფრო კარგად გამოჩნდა მისი სიდიდე, ალხა უკვე გადაიღეს ღამე ძალიან შორი მანძილიდან, რამდენიმე ასეული მეტრიდან, საიდანაც შენობა რაღაც კოსმოსურ ხომალდს გავს. რეალურად ის არ არის ჩვენ თვალწინ, მაგრამ კადრები სხვა რამეს გვეუბნება.
ვიდეოდან ძალიან კარგად ჩანს, დახვეწილი და მოწყობილი ადგილები სამუშაოდ, სამუშაო მაგიდებით და რა თქმა უნდა iMac-ებით.
ავეჯი, ინვენტარი როგორც ვიცით უკვე გადავიდა ახალ Campus-ში, ინჟინერები და სხვა Apple-ის თანამშრომლები უნდა გადავიდნენ ახალ შენობაში.