იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ ამას არ ეთანხმები.
ბოლო დროს ქსელში მომრავლდა ეფლის მიმართ უკმაყოფილო განცხადებები, რომლებიც ახალ პროდუქტებს უკავშირდება. ეს ბუზღუნი საკმაოდ მოსაწყენი გახდა უკვე. მოდი გავარჩიოთ სტანდარტული მაგალითები.
სტივის დროს ასე არ იყო…
– iPad Pro იჭედება დატენვის დროს!!! – წუწუნებს ერთი.
ის დიდი ხანია სარგებლობს Apple-ის პროდუქციით და დარმწუნებულია, რომ ბრენდი „უკვე ისეთი ვერ არის“. მან იცის, რომ სტივის დროს ასე არ იყო.
ბუნებამ ადამიანი ამორჩევითი მეხსიერებით დააჯილდოვა. ამიტომ მოწუწუნე ადამიანი ალბათ ძნელად თუ გაიხსნებს ქვემოთ მოყვანილ სლაიდს.
2010 წელი იყო და მთელ მსოფლიოში აგორებული იყო ე.წ. ანტენაგეიტის სკანდალი — როდესაც მომხმარებელი ხელში იჭერდა iPhone 4-ს, ტელეფონი შემომავალ სიგნალს კარგავდა. ამ ამბის გამო სტივ ჯობსმა პირველად შეწყვიტა თავისი მკურნალობის კურსი, შეკრიბა ჟურნალისტები პრეს-კონფერენციაზე და მომხმარებლების წინაშე ბოდიში მოიხადა.
და თუ iPad Pro-ს შეცდომა პროგრამული განახლებით გასწორდა, მეოთხე აიფონის პრობლემა განახლებით ვერ სწორდებოდა. აი ეს იყო მსფლიო დონის პრობლემა. ზემოთ მოყვანილი მომხმარებელიც ჩხუბობდა მაშინ, უბრალოდ მას ეს ისტორია დაავიწყდა.
– 12” Macbook-ში ვაშლის ლოგო არ ანათებს, – სწუხს ჰიპსტერი.
ჰიპსტერი Mac-ნოუთბუკებს ყოველ წელს იცვლის, ვინაიდან საუკეთესო პორტატულ კომპიუტერად თვლის. უფრო სწორედ, თვლიდა 12 დუიმიანი მოდელის გამოსვლამდე. ის უკმაყოფილოა ამ სიახლით და დაავიწყდა, რომ მისი პირველი Macbook Air უცებ გაცხელებას იწყებდა ძალიან მაღალ ტემპერატურამდე და მასზე ლამის ერბო-კვერცხის შეწვა შეიძლებოდა. ასევე მას დაავიწყდა, რომ შემდეგი თაობის Air-ებს არ ჰქონდა კლავიატურის განათება და სიბნელეში მუშაობა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მაგრამ მას უბრალოდ ეს დაავიწყდა.
– ვაიმე დედიკო, iOS9-ში CAPSLOCK არ მუშაობს წესივრად! ცხოვრება ტანჯვაა, – გაჰყვირის დიასახლისი, მთელი დღე რომ სერიალებით ერთობა და მისი ხელებისთვის ძალიან დიდ iPhone 6s Plus ორივე ხელით ათამაშებს.
არადა, 9 წლის წინ მისი თვალები ბედნიერებით იყო აღსავსე, როდესაც მან iPhone 2G შეიძინა, რომელზეც არც ქართული კლავიატურა იყო, არც კონტაქტებში ძებნა და არც ბევრი სხვა ფუნქცია, რომლებიც iOS-ის შემდეგ ვერსიებში გაჩნდა. უფრო მეტიც, iPhone 2G შემთხვევითი განახლების შემდეგ აგურად იქცეოდა და იძულებული ხდებოდი გაქცეულიყავი ბაზრობაზე ხელოსანთან, გადაგეხადა 50 ლარი, რათა ტელეფონი კვლავ გაცოცხლებულიყო. მაგრამ მაშინ ჩვენი დიასახლისი ბედნიერი იყო, ახლა კი დათრგუნული ჩანს. შესაძლოა ასაკის ბრალია. შესაძლოა, უბრალოდ დაავიწყდა.
– Apple Watch – სრული ნაგავია. ის ულამაზოა, არასდროს ვიყიდი Apple-ის საათს, – საქმიანი სახით აცხადებს მავანი ბანკირი, ოქროს როლექსი რომ აქვს ხელზე წამოცმული.
ის კარგად ერკვევა საათებში, სულ რაღაც 5 წლის წინ სიამაყით ატარებდა მაჯაზე კვადრატულ iPod nano-ს, Lunatik-ის სამაჯურით. ატარებდა, მოსწონდა და ტკბებოდა ცხოვრებით. ატარებდა და დაავიწყდა.
– Apple Music არ აჩვენებს დაკვრის სიებს. ხელმრუდი დეველოპერები! – ნერვიულობს დიჯეი.
დიჯეის ბრენდირებული ელფოსტის მისამართი აქვს @mac.com-ზე და მან სრული გზა გაიარა Apple-ის ღრუბლოვან სერვისებში. ის კეთილი ადამიანია, მაგრამ მისი აღშფოთება ახალი მუსიკლაური სერვისის მიმართ, უსაზღვროა.
არადა, შეგვიძლია სწორად გავუგოთ მას. ის თვეში $9.99-ს იხდის ამ სერვისში და თავის უფლებებიც კარგად იცის. ხოლო 2008 წელს ის $99-ს იხდიდა MobileMe-ში და რატომრაც დაავიწყდა, თუ როგორ მოხდა Apple-ის სერვერებზე შეცდომა, რის გამოც მან დაკარგა ფოსტისა და შენიშვნების ჩანაწერები და ასევე სატელეფონო კონტაქტები. ფული, სხვათაშორის, არ დაუბრუნეს. მაგრამ ჩვენს დიჯეის ეს უბრალოდ დაავიწყდა.
სტივის დროს ყველაფერი ასევე იყო და უფრო ცუდადაც
შენ არ გინდა ეს მიიღო, ვინაიდან ყველაფერი წარსულში დარჩა. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ დროთა განმავლობაში ივიწყებს უარყოფით ემოციებს. მაგალითად, საყვარელ ადამიანთან გაშორების შემდეგ ნახევარი წელი უნდა გავიდეს, ახლობლის გარდაცვალებიდან — ერთი წელი, რათა ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგეს და მეხსიერებამ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დაიმახსოვროს, წარსულზე.
1998 წელს ჯობსს წილად ხვდა მომაკვდავი კომპანია, მაიკ მარკულასა და ჯილ ამელიოს უხეირო მმართველობის გამო.
სტივ ჯობსი რეალურად ანტიკრიზისული მმართველი გახდა და პირველ რიგში თანამდებობებიდან უმაღლესი ხელმძღვანელობა გაუშვა. სეგახსენებთ, რომ 90-იანი წლების ბოლოს Apple თვეში ათეულობით მილიონ დოლარ ზარალს ნახულობდა. ჯობსს დასჭირდა თანაშემწე, ოპერაციების დირექტორის პოსტზე, ვინაიდან თვითონ მას არ შეეძლო გამკლავებოდა უმარავ საქმეს. ეს გახდა ტიმ კუკი, რომელიც რეკრუტერებმა დიდი წვალებით გადმოიბირეს Compaq-იდან.
ტიმ კუკი Apple-ის ინვენტარიზაციას შეუდგა, ხოლო ჯობსი — პროდუქტების ხაზის ოპტიმიზაციას. მანდ მრავალი პროექტი დახურა და მხოლოდ ძირითადზე გადაიტანა აქცენტი.
ჯობსის გენიამ დიდი სისწრაფით დაიწყო ახალი პროდუქტების გამოშვება: iMac, Macbook, Apple Store, iPod, iTunes Store, iPhone, iPad — ეს ის არის, რამაც Apple გახადა ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში. 10 წელიწადში კომპანიის ღირებულება 42-ჯერ გაიზარდა — 7.44 მლრდ.-დან 317 მლრდ. დოლარამდე. ამაზონი ამავე დროს მხოლოდ 10-ჯერ გაიზარდა, გუგლი — 6-ჯერ, სტარბაქსი — 2-ჯერ.
დამისახელეთ კომპანია, რომელმაც შეძლო რამდენიმე მასიური პროდუქტის გამოშვება ბოლო ათწლეულში და რომლებმაც შეძლეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რადიკალური ცვლილება?
მწარმოებელთა 99%-მა მხოლოდ 1 ასეთი პროდუქტი გამოუშვა და ამაზე შეჩერდნენ.
მოიყვანეთ მწარმოებლის მაგალითი, რომელმაც ერთი თამამი გადაწყვეტილებით მოიშორა ტექნოლოგიური წარსულის რუდიმენტები. მე ვერ წარმომიდგენია, რომ Sony, Asus, Acer ანდა Samsung გამოსულიყო კონფერენციაზე და განეცხადებინოთ რომ უარს ამბობენ CD/DVD დისკწამყვანზე ნოუთბუკებში. ამის სითამამმე ამ კომპანიებს არ გააჩნიათ. Apple-მა ეს გააკეთა. 2012 წელს. და სანამ ინტერნეტში გაისმოდა განწირული შეძახილები: „რა უნდა ვქნათ დისკწამყვანის გარეშე?“, Apple ახალ მომაცემთა ცენტრებს აგებდა, რახან დარწმუნებული იყვნენ, რომ მომავალი ღრუბლოვან არქიტექტურას ეკუთვნის. იმ წელს Apple-ს ყველამ უკბინა, ვისაც არ ეზარებოდა, ხოლო Microsoft ღიად დასცინოდა Blu-ray-ს არარსებობას მაკში.
სტივმა ეფლი ჩამორჩენილი კომპანიის მდგომარეობიდან ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერად აქცია. ასეთი ნახტომისათვის საჭირო იყო ძლიერი პიარ-კამპანია და ჯობსის ქარიზმა. ეფლი მნიშვნელოვანი ლიდერი გახდა და აიძულა სხვა კომპანიები, მის ნებას დამორჩილებოდნენ. ხოლო ვინც ძალიან იცინოდა თითს იშვერდა ელის მიმართულებით, ან უკვე წავიდა ბაზრიდან, ან მალე დატოვებენ მას. ეფლმა ბაზარზე გამოიტანა იმდენი რევოლუციური სიახლე, რაც სხვა ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო.
ბრძოლების ძალა და სიხშირე კლებულობს, ვინაიდან არანაირი რესურსი არ არის საკმარისი, რათა ნომერი პირველი გახდე ყველა სფეროში. ეს არც არის საჭირო.
ეფლის წარმატების ტალღაზე გულშემატკივართა მილიონიანი არმია შეიქმნა, რომლებიც სუპერ პროდუქტს ყოველ წელს ელიან. მაგრამ ბიზნესი სხვანაირად მუშაობს. ეფლის ფეხზე დაყენების შემდეგ, სტივი საქმიანობას ჩამოშორდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და მმართველობა ტიმ კუკს გადასცა — უფრო მშვიდ ლიდერს, ვირე თვითონ იყო.
ბაზრის წილის ათვისების შემდგომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ წილის შენარჩუნება. ახლა საჭიროა ამ წილის გონიერი მართვა. მაგრამ ეფლი არ ჩერდება და ახალ ტერიტორიებს ითვისებს: ჭკვიანი საათები, მონსტრი-პლანშეტები, ნიუთბუკები ერთი USB-პორტით, ყურსასმენები და ა.შ.
ტიმ კუკი რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა კომპანიას, როდესაც სტივი ავად იყო. ბოლო თვეებში, სანამ სტივ ჯობსი ცოცხალი იყო, მაგრამ უკვე დასუსტებული, ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას ტიმ კუკი იღებდა. და მე მას საუკეთესო შემცვლელად ვთვლი სტივის სანაცვლოდ.
მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეფლი ყველაფერს სწორად აკეთებს. სტივის დროს კრიტიკული შეცდომები არანაკლები იყო, ვიდრე ტიმის დროს. უბრალოდ ეს ყველას დაავიწყდა.
და გეყოფათ წუწუნი.