GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple რომ გვეყიდა, აიფონი და აიპედი დღეს არ იქნებოდა

IC by IC
28/02/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
iPhone კორპორატიულ სამყაროში

iPhone კორპორატიულ სამყაროში

1.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ასეთი გულწრფელი განცხადება გააკეთა Sun Microsystems-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა სკოტ მაკნილიმ ცოტა ხნის წინ გამართულ Churchill Club-ის მიერ გამართულ წვეულებაზე. მისი თქმით, 90-ების შუაში ეპლი იმდენად ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, რომ მაშინდელი CEO მაიკლ შპინდლერი მოლაპარაკებებს მართავდა სხვადასხვა კომპანიებთან ეპლის ყიდვის თაობაზე, რომელთა შორის ყველაზე რეალური კანდიდატი მაშინ თავის დიდების მწვერვალზე მყოფი Sun Microsystems იყო. მაიკლ შპინდლერი, რომელიც ეპლის სათაო ოფისში ეპლის ევროპული წარმომადგენლობიდან მოხვდა კომპანიიდან ჯონ სკალის წასვლის შემდეგ, სულ  სხვანაირად ხედავდა კომპანიის მომავალს, ვიდრე მისი წინამორბედი.  შპინდლერმა ეპლის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით განახორციელა მთელი რიგი პროექტები,  როგორებიც იყო მაკინტოშის საოპერაციო სისტემის ლიცენზირება კომპიუტერული ფირმებისადმი და რომელმაც ეპლს სიტუაციის გაუმჯობესების ნაცვლად შეუქმნა საკუთარი კლონები, რომლებიც ღირდა უფრო იაფი, ვიდრე ეპლის პროდუქტები და კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის შემდეგ დირექტორთა საბჭომ და მაიკლ შპინდლერმა საბოლოოდ გაკოტრების გზაზე დამდგარი ეპლის გაყიდვა გადაწყვიტეს. Sun Microsystems-ს რამოდენიმე საათი აშორებდა ერთ დროს კომპიუტერული რევოლუციის სულისჩამდგმელის ყიდვისგან, როდესაც ეპლის ერთ-ერთმა კორპორატიულმა ბანკირმა და იურისტმა ისეთი პუნქტები ჩადო ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტში, რომელთა შესრულება Sun-მა მიუღებლად მიიჩნია და გარიგებაც ჩაიშალა. სკოტ მაკნილის არ დაუსახელებია იურისტის სახელი, მაგრამ მისი თქმით იგი თავისგან გაუცნობიერებლად ეპლის გადამრჩენელი აღმოჩნდა.

ჩვენ რომ ეპლი გვეყიდა, იქნებოდა აიფონი, აიპოდი და აიპედი დღეს? დიდი ალბათობით არა. ჩვენ ყველაფერს გავაფუჭებდით — სკოტ მაკნილი.

Tags: Mac
Previous Post

იაფი iPhone-ის მოდელი უფრო და უფრო რეალური ხდება

Next Post

გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

IC

IC

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
237
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
192
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
771
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
843
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG