სამი კომპონენტის თვალსაზრისით — ფასის, კომფორტისა და თანამედროვე ფუნქციონალის შერწყმის შედეგად, მივიღეთ სმარტფონი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს.
ამის ფონზე, განსაკუთებით ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი რომ Apple-ს მისი აწყობა იმაზე იაფი უჯდება, ვიდრე iPhone 8 უჯდებოდა. ეს დასკვნა კომპანია Fomalhaut Techno Solutions-ის ექსპერტებმა გააკეთეს.
მათი თქმით iPhone SE-ს აწყობა სრული კომპონენტებით 217 დოლარი ჯდება, ხოლო iPhone 8-ს შემთხვევაში 255 დოლარი იყო. ეს საკმაოდ დიდი განსხვავებაა იმის ფონზე, როცა ვიცით რომ iPhone SE უფრო თანამედროვე სმარტფონია.
Fomalhaut Techno Solutions-ის ექსპერტების აზრით, ეს შესაძლებელია, რადგან iPhone SE-ში გამოყენებულია იგივე მატრიცა, რაც იყო iPhone 6-ში 2014 წელს. დიახ, ის უფრო იაფია, ვიდრე iPhone 6s iPhone 7 ან iPhone 8.