Apple-ის უპილოტო ავტოების ტესტირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კუპერტინომ გააგზავნა მოთხოვნა კალიფორნიის DMW-ში (შტატის ტრანსპორტის დეპარტამენტი). მასში მითითებულია თხოვნა ანგარიშგებების პროტოკოლების რესტრუქტურიზაციის შესახებ.
ეს კეთდება იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ ნაკლები გაიგოს ეფლის ტექნოლოგოგიების შესახებ, დროზე ადრე. წერილში მოყვანილია რამდენიმე შესწორება, რომლის მიხედვითაც DMW-მ გაცილებით ნაკლები ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს.
ეფლი დარწმუნებულია, რომ ინფორმაციის „გაჟონვამ“ შესაძლოა მედიაში და საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს. არის მოსაზრება, რომ ეს ასევე კეთდება ავარიების შესახებ ინფორმაციის დამალვის მიზნით.
ეფლს არ სურს, რომ ვინმემ რაიმე იცოდეს მისი საავტომობილო პროექტის შესახებ, რომელიც შემუშავების ჯერ ძალიან ადრეულ სტადიაშია.
წყარო: CultOfMac